ასოციაციის თასი: ლონდონელთა სრული კატასტროფა

AutoSharing Option
იმ დროს, როცა "ფულჰემი" უმძიმეს კრიზისშია და პრემიერლიგაში დასარჩენად მებრძოლს იმედები ნელ-ნელა ეცლება ხელიდან, ასოციაციის თასზე გადათამაშებისთვის ფეხბურთელებს ყველაზე ნაკლებად სცხელოდათ, თუმცა საქმე აქამდე რომ მიიყვანეს, შეუძლიათ მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ.

პრემიერლიგის თუნდაც აუტსაიდერს ხომ ლიგა ერთის აუტსაიდერის ძლევა ყველა შემთხვევაში მოეთხოვება. იანვარში გადაბირებულ ფეხბურთელებს - ლუის ჰოლტბის, ჯონი ჰეიტინგასა და კონსტანტინოს მიტროღლუს თუ არ ჩავთვლით, "ქრევეინ კოტეჯზე" მასპინძლებმა იდეალური შემადგენლობა გამოიყვანეს საასპარეზოდ და კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი დაწერეს ისტორიისთვის.

უკიდურესად მოსაწყენ შეხვედრას მოულოდნელი ფინალი ჰქონდა: დამატებითი დროის დასრულებამდე 70
წამით ადრე შონ მილერმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი ერთი მეტრიდან თავით გადაგზავნა დევიდ სტოკდეილის კარში. ქვედალიგელები მომდევნო ეტაპზე "ნოტინგემისა" და "პრესტონის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

"შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ ჩემმა გუნდმა ფსკერზე დაყვინთა. ამაზე მეტად ჩაფლობა პრობლემებში, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ფეხბურთელებს აღარ სჯერათ საკუთარი თავის, თუმცა ხელების ჩამოშვება დაუშვებელია. მხოლოდ საერთო ძალისხმევით თუ დავაღწევთ თავს კატასტროფას. ამისთვის კი საჭიროა, რომ ჯერ ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში,
" - განაცხადა იმედგაცრუებულმა რენე მალენსტენმა.

ფულჰემი-შეფილდ იუნ. 0:1
გოლი: 0:1 მილერი (120)
ფულჰემი: სტოკდეილი, პასლი, ბერნი, ჰანგელანდი, ამორებიეტა, დემპსი, კაჩანიკლიჩი (59. დაფი), კასამი, პარკერი (69. სიდუელი), როდალიეგა (59. დეჟაგა), ტანკოვიჩი
შეფილდ იუნ: ჰოვარდი, ჰარისი (91. ჰილი), ბრეიფორდი, მაგუაირი, კოლინსი, ფლინი, მაკგინი, კოდი, სკუგალი (97. მილერი), მერფი, პორტერი (75. ბაქსტერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული