"კლუბმა ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო და მთავარ მწვრთნელს გამოეთხოვა. ამას, უპირველესად, კლუბისა და მისი გულშემატკივრების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ გუნდის თავკაცს ასეთ ვითარებაში ვეთხოვებით, მაგრამ სხვა გზა აღარ გვრჩებოდა. მუდმივი გაურკვევლობის
მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს გარი მონკი გაუძღვება, ვისაც ალან კერტისი დაეხმარება. 34 წლის მონკი 10 წელია, "სუონსის" ერთგულად ემსახურება. შეგვიძლია, ის ჯერ კიდევ მოქმედ ფეხბურთელად დავასახელოთ. მან სექტემბერში "ბირმინგემთან" ლიგის თასზე (1:3) მოედანზე 90 წუთი გაატარა.
"სუონსი" ერთადერთია, რაც ცხოვრებაში გამაჩნია. ფანებს ვპირდები, რომ ამიერიდან ფეხბურთელებისთვისაც ასე იქნება. პრობლემებს ერთად შევეჭიდებით და იმედია, საბოლოოდ გადავჭრით მათ. კლუბს ჩემზე უკეთ არავინ იცნობს. დარწმუნებული ვარ, ეს მეც დამეხმარება და ჩემს ფეხბურთელებსაც," - აცხადებს ახლად მონათლული მწვრთნელი.
ლაუდრუპის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ "ევერტონში" რობერტო მარტინესის თამაშემწე გრემ ჯონსი განიხილება. ჯონსის გარდა, BBC-ის ცნობით, "ლიბერთი სტედიუმზე" ინგლისის ნაკრების, "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" ყოფილ თავკაც გლენ ჰოდლზეც სერიოზულად ფიქრობენ. საკითხი შესაძლოა უქმეებამდე მოგვარდეს.
"გულშემატკივრების ინტერესების" გამო ლაუდრუპის გათავისუფლება "გედების" მხარდამჭერებს ერთგვაროვნად არ მიუღიათ.
მათი ნაწილი სოციალურ ქსელებში ამტკიცებს, რომ დროებითი მწვრთნელების ხელში გუნდს კიდევ უფრო დიდი შანსი ექნება ჩემპიონშიპში დაქვეითების, ვიდრე იქამდე იყო. თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ საპროტესტო აქციების ჩატარება ამ ეტაპზე დაუშვებელია, რადგან ეს მოთამაშეებს კიდევ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს, რაც შედეგებზე უარყოფითად აისახება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"