ლონდონის "ჩელსის" ფერნანდო ტორესი დაუბრუნდა

AutoSharing Option
როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი 19 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართულ შეხვედრაში დაშავდა, რომელიც ლონდონელთა (3:1) გამარჯვებით დასრულდა.

ტორესი მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდა კლუბს, რაც ჟოზე მოურინიოსთვის აშკარად კარგი ახალი ამბავია, რადგან აქამდე ის მხოლოდ სამუელ ეტო'ოს იმედად იყო, რომელმაც მიმდინარე სეზონში 8-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის
დამწუხრება.

უნდა ითქვას, რომ "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) გამარჯვებით ლონდონელებს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ.

კამერუნელი ფორვარდი მიიჩნევს, რომ მათ შეუძლიათ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და სწამს, რომ მისი თამაში წარმატების მომტანი იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

"მე გავხდი ჩემპიონი ესპანეთსა და იტალიაში. იმედი მაქვს, რომ ღმერთის წყალობით, ასევე ინგლისშიც შევძლებ ტიტულის მოპოვებას. ვფიქრობ, ამის შემდეგ კარიერას დავასრულებ",
- განაცხადა სამუელ ეტო'ომ.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული