ამ მოგების შემდეგ ბრენდან როჯერსის გუნდი 50 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო "არსენალი" მეორე ადგილზე დაქვეითდა (55 ქულა).
ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა - მარტინ შკრტელმა სტივენ ჯერარდის საჯარიმო ჩაწოდება დააგვირგვინა.
მე-10 წუთზე სლოვაკმა მცველმა კვლავ გამოიჩინა თავი, ჯერარდმა ამჯერად კუთხური მოაწოდა, შკრტელმა კი თავურით გაიტანა.
მე-16 წუთზე რაჰიმ სტერლინგი ლუის სუარესმა მოძებნა და ახლო მანძილიდან გაატანინა.
მე-20 წუთზე ანგარიში უკვე 4:0 იყო "ლივერპულის" სასარგებლოდ დანიელ
52-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა მეორე ცდაზე აჯობა "არსენალის" გოლკიპერს და დუბლი შეასრულა.
69-ე წუთზე მიკელ არტეტამ პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა - 5:1.
ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემ გუნდს შეუძლია საჩემპიონო რბოლაში ჩაბმა. დღევანდელ თამაშს კი ერთი სიტყვა ეთქმის - ბრწყინვალე. ჩვენი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მაღლა დავასრულოთ ჩემპიონატი. სტერლინგი ახლახან გახდა 19 წლის, მაგრამ არა მგონია, ინგლისში ახლა მასზე კარგი გარემარბი მოიძებნებოდეს".
არსენ ვენგერი (არსენალი): "ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. "ლივერპულს" დიდებულ გამარჯვებას ვულოცავ. ჩვენ კი უნდა დავსხდეთ და გავაანალიზოთ, რაც მოხდა და რატომ მოხდა".