პრეისტორია
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ჩვეულ სტილში რამდენიმე კენჭი ისროლა "ქალაქელთა" ბოსტანში - ჯერ თქვა: ჩემპიონობისთვის ბრძოლა ამ სეზონში ორი დიდი ცხენის რბოლაა, ხოლო "ჩელსი" ჯერ კვიციაო. პელეგრინიმაც სწორედ ამას უპასუხა - შესაძლოა "ჩელსი" კვიცია, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მდიდარი კვიციაო.
ამას მოურინიომ მოაყოლა საუბრები იმაზე, რომ "ლურჯები" ბოლო დროს უფრო უშვებენ ფეხბურთელებს, ვიდრე იმატებენ და ზამთარში ლონდონელების მიერ
მოგეხსენებათ, ცეცხლზე ნავთი დაასხა "სიტისა" და "ჩელსის" "ეტიჰედზე" გამართულმა შეხვედრამ, რომელშიც მოურინიომ პელეგრინის მოუგო, თან ისე, რომ "სიტის" გოლიც არ გაატანინა და "ქალაქელებს" ერთბაშად რამდენიმე ბრწყინვალე სერია შეუწყვიტა. ხოლო პელეგრინიმ, იმის მიუხედავად, რომ ამჟამად პირველ ადგილზე სწორედ "ლურჯები" არიან, აღნიშნა, "ჩელსი" მთავარ ფავორიტად არ მიმაჩნიაო.
აქედან ცოტა ხანში კი, "განსაკუთრებულმა" ასეთი რამ თქვა - ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ, რომელიც მრავალწლიან წარმატებებზეა გათვლილი, ხოლო მანჩესტერელები მხოლოდ მყისიერ ეფექტზე ფიქრობენ და ამისთვის იხარჯებიან ასე სოლიდურადო.
ჩილელი პოლემიკას წერტილს უსვამს
"მოურინიოს მხოლოდ ერთხელ ვუპასუხე, რადგან არის რაღაცები, რაც უპასუხოდ თუ დატოვე, შესაძლოა, ხალხმა იფიქროს, რომ სიმართლეა. მერე მან დაიწყო მსაჯებსა და ფინანსებზე ლაპარაკი... არ მგონია, რომ ეს სწორი მიმართულება იყოს. ვიმეორებ, მე მას მხოლოდ ერთხელ ვუპასუხე და არ ვაპირებ, ყოველკვირეულად ვაკეთო კომენტარები იმაზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა მოურინიო გააგრძელებს საუბარს ისეთ რაღაცებზე, რაც უშუალოდ ფეხბურთს არ უკავშირდება.
მისი ეს განცხადებები ინტელექტუალური თამაშია, რომლის მიზანიც კონკურენტებზე გავლენის მოხდენაა? არა მგონია. ჩემი აზრით, ეს გავლენას ვერცერთ მწვრთნელზე ვერ მოახდენს" - განაცხადა პელეგრინიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"