"მე-60 წუთამდე მოედანზე მარტო "ჩელსი" იყო, მომდევნო 10 წუთი ჩამკვდარი იყო, ბოლო 20 წუთი კი "ვესტ ბრომვიჩი" იბრძოდა ქულის შესანარჩუნებლად.
მეტოქემ საკუთარი ძალისხმევით დაიმსახურა ეს ერთი ქულა. ჩვენ კი არ გვეყო ძალა, შეხვედრის ინტრიგა მოგვეკლა.
ძალიან ჩავიკეტეთ და მოედანზე შემტევი ფეხბურთელები რომ გამომეშვა, ეს არ გვიშველიდა, რადგან პრესინგის გავლენის ქვეშ ვიყავით.
ჩვენი მცველები დაცვიდან ვერ ამოდიოდნენ. მეტოქემ იბრძოლა და ქულა დაიმსახურა", - თქვა