გადავწყვიტეთ, მისი უნიკალური და ძალიან სახალისო კარიკატურები ჩვენს საიტზეც წარმოგიდგინოთ ხოლმე. ამჯერად კი ინგლისის პრემიერლიგის XXV ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ფულჰემის" მატჩის კარიკატურასა და მასზე გაკეთებულ კომენტარს გთავაზობთ:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" განახორციელა 81 ამაღელვებელი ჩაწოდება "ფულჰემთან" (2:2) კვირას გამართულ შეხვედრაში - ყველაზე მეტი ინგლისის პრემიერლიგაში 2006 წლის შემდეგ.
მასპინძლებმა "ფულჰემთან" ორჯერ გაიტანეს ვან პერსისა და კერიკის ძალისხმევით, მაგრამ უპირატესობა გააქარწყლეს. მათი მხრიდან ფართომასშტაბიან "დაბომბვას" კი
თუმცა ამ სეზონში გუნდის უიღბლობაში დამნაშავე დევიდ მოიესია.
ვიდრე "მანჩესტერი" უტევდა ქაოსურად, "ფულჰემმა" იბრძოლა და მატჩის დამატებულ წუთებზე დარენ ბენტის თავური დარტყმის წყალობით ქულა მოიპოვა.
"ჩვენ მთლიანად ვდომინირებდით თამაშში. 1 გოლი არ იყო საკმარისი, მაგრამ ჩვენ გვქონდა უამრავი მცდელობა და შანსი. მე არ ვიცი, როგორ ვერ მოვახერხეთ ამ თამაშის ადვილად მოგება ", - განაცხადა მოიესმა.
კახა თორია
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური: ერთი გუნდის საოცნებო ფეხბურთი [VIDEO]