როი კინი: "მანჩესტერ იუნაიტედის" წარუმატებლობა ალექს ფერგიუსონის ბრალია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ირლანდიელი კაპიტანი როი კინი თვლის, რომ მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" წარუმატებლობაში დამნაშავე სერ ალექს ფერგიუსონია.

საქმე იმაშია, რომ ირლანდიელი "მანჩესტერის" ყოფილ თავკაცს სატრანსფერო პოლიტიკას უწუნებს და მიიჩნევს, რომ ის არ ყიდულობდა საკმარისი რაოდენობის კვალიფიციურ ფეხბურთელებს, რაც მიმდინარე სეზონში კლუბის წარუმატებლობის მიზეზია.

"უკანასკნელ წლებში ფერგიუსონს არ მოჰყავდა გუნდში საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური ფეხბურთელები. ამიტომ მის მემკვიდრე დევიდ მოიესს გუნდის ხელახლა ასაშენებლად უზარმაზარი სამუშაოს გაწევა უხდება ", - განუცხადა როი კინმა ერთ-ერთ გამოცემას.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე როი კინმა მანჩესტერული
კლუბი სწორედ ფერგიუსონთან უთანხმოების გამო დატოვა.

მომზადებულია eurosport.yahoo.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული