დღის კარიკატურა: მოურინიოს "პატარა ცხენს" "ვესტ ბრომვიჩთან" დაბრკოლება შეექმნა

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ Goal.com-ის ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის სახალისო კარიკატურას - შესაბამისი ინტერპრეტაციით აქტუალურ საფეხბურთო მოვლენებზე.

ამჯერად გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის, "ვესტ ბრომვიჩი"-"ჩელსის" მატჩზე გაკეთებულ კომენტარს და შესაბამის კარიკატურას.

გამონათქვამების მეფემ, ჟოზე მოურინიომ გასულ კვირას საკუთარი გუნდი შეაფასა, როგორც "პატარა ცხენი" პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში.

მოურინიოს გუნდისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, "სიტისთან" შთამბეჭდავ გამარჯვებას მოჰყვა ასევე დამაჯერებელი მოგება "ნიუკასლთან" და "არისტოკრატებმა" კონკურენტებს ცხრილში მიახლოების საშუალება არ მისცეს.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ისინი პეპე მელის "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდებოდნენ.

"ჩელსის" "ცხენოსნობა" მიმართული იყო მომდევნო სამი
ქულის ასაღებად მას შემდეგ, რაც ბრანისლავ ივანოვიჩმა საკუთარი გუნდი დააწინაურა პირველ ტაიმში, თუმცა მატჩის ბოლოს ვიქტორ ანიჩებემ ანგარიში გაათანაბრა და მოურინიოს "ცხენი" შეაჩერა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული