მანჩესტერ სიტი-ჩელსი 2:0. შურისძიება თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
მანუელ პელეგრინის "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონატში დამარცხებისთვის ჟოზე მოურინიოს "ჩელსიზე" შური ასოციაციის თასზე იძია.

15 თებერვალს "სიტიმ" 2:0 მოიგო და თასის მეოთხედფინალში გავიდა.

მე-16 წუთზე ედინ ჯეკოს პასით სტევან იოვეტიჩმა გაიტანა. 67-ე წუთზე სამირ ნასრიმ კომბინაცია დავიდ სილვასთან გაითამაშა და ფრანგმა ანგარიში 2:0 გახადა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტის" ფანებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი დავიდ სილვა დაასახელეს.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი):
"არ ვიტყვი, რომ გუნდმა დამაღალატა. უბრალოდ, მეტოქე გაცილებით უკეთ თამაშობდა. "სიტის" მეორე გოლისას თამაშგარე იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენ მეტოქის კარს
არც კი ვაწუხებდით. "სიტი" მაგარი გუნდია და ახლა უკეთ გამოჩნდა, რა კარგად ვითამაშეთ მათთან ჩემპიონატში".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული