ინგლისი. პრემიერლიგა. XXVII ტურის წინ: ორი სამხრეთელი "სტემფორდ ბრიჯზე"

AutoSharing Option
პრემიერლიგის არასრულ XXVI ტურს ასოციაციის თასის შეხვედრების გამო ათდღიანი პაუზა მოჰყვა. ბუნებრივია, რომ უქმეებზე გასამართ შეხვედრებს გულშემატკივარი განსაკუთრებულად ელოდება.

"ჩელსის" გრძელი სათადარიგოთა სკამი საშუალებას აძლევს, რომ როტაციას ხშირად მიმართოს, თუმცა მაინც გვგონია, რომ ჟოზე მოურინიო "ევერტონს" საუკეთესო შემადგენლობას დაუპირისპირებს. ამას ლოგიკური ახსნა აქვს. დედაქალაქელ "ლურჯებს" (მის მეტოქესაც ეს მეტსახელი აქვს) მთელი კვირაა, არ უთამაშიათ. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე კი გუნდმა კონდიციები უნდა აკრიფოს. "გალათასარაიმდე" კი "ჩელსის" დასასვენებლად დრო კიდევ ექნება. თანაც ჟოზე მოურინიოს შური აქვს საძიებელი. რობერტო მარტინესის გუნდი მიმდინარე
სეზონში პირველი იყო, ვინც "ჩელსის" დამარცხება შეძლო.

"ევერტონს" ესმის, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" მან აუტსაიდერის რანგში უნდა ითამაშოს. მისთვის ეს სერიოზული შეღავათია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. იმ არენაზე წაგებისთვის, სადაც "განსაკუთრებული კაცი" "ჩელსის" თავკაცის რანგში ცოცხალი თავით არ აგებს (შიდა ასპარეზზე მაინც) მას არავინ გაკიცხავს. პირიქით, მისი გამარჯვება სენსაციად თუ არა მოულოდნელობად ნამდვილად აღიქმება.

რა სტატუსითაც არ უნდა სარგებლობდეს "ევერტონი", მისგან მაინც ყველაფერი მოსალოდნელია. სტუმარს უკვე დიდი ხანია, სტუმრად თამაში აღარ მოუგია. ბოლოს ეს გასული წლის 22 დეკემბერს "სუონსისთან" მოხდა. მას მერე გუნდს 4 თამაშში 2-2 ფრე და წაგება აქვს. უკანასკნელი შეხვედრა მერსისაიდელებმა სწორედ ლონდონში დათმეს "ტოტენჰემთან" მინიმალური სხვაობით.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, სიმართლე რომ ითქვას, სტუმარს არც სტატისტიკა უნდა განაწყობდეს ოპტიმისტურად. უკანასკნელად "ევერტონმა" "სტემფორდ ბრიჯზე" ძირითად დროში 1994 წლის 26 ნოემბერს იმარჯვა.

წარმატებულ თამაშებს უნდა მივაკუთვნოთ 2010/11 წლების სეზონის დაპირისპირებაც, როცა დევიდ მოიესის გუნდმა ასოციაციის თასის მე-4 ეტაპზე 1:1-ის შემდეგ პენალტების სერიაში 4:3 მოიგო.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVII ტური
22 თებერვალი. ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი-ევერტონი 16:45
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა - მატიჩი, ლემპარდი - ოსკარი, აზარი, ვილიანი - ეტოო
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბერი, მაკარტი - მირალიაში, ბერკლი, პიენაარი - ტრაორე
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვან გინკელი, ტერი - გიბსონი, ოვიედო, კონე, ლუკაკუ, ალკარასი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 157 თამაში: +58=49-50 (242-231)

არსენალი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ბრაუნი
ტრავმა: ვერმალენი, უოლკოტი, რემსი, დიაბი, კალსტრიომი - ს. ფლეტჩერი, ვესტვუდი, კუელიარი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 135 თამაში: +52=38-45 (212-188)

კარდიფი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: ბელამი -
ტრავმა: ჰადსონი, მედელი, მატჩი - როსენიორი, ჩესტერი, ბრეიდი, მაკშეინი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +10=5-10 (29-35)

სიტი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აგუერო, ნასტასიჩი - ჰუთი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 თამაში: +33=23-27 (107-96)

ბრომვიჩი-ფულჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოლსონი, ჯონსი, სესინიონი, ანელკა - სტეკელენბურგი, ბრიგსი, ამორებიეტა
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +17=11-16 (63-63)

ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: კეროლი
ტრავმა: ვას ტე, ობრაიენი - ლოვრენი, რამირესი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 თამაში: +19=19-21 (76-80)

პალასი-იუნაიტედი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ჯონსი, ევანსი, ნანი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +6=6-17 (27-52)

23 თებერვალი
ლივერპული-სუონსი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონსონი, ენრიკე, კოატესი, სახო, ლეივა - შელვი, მიჩუ
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=4-3 (16-10)

ნიუკასლი-ასტონ ვილა 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოლოჩინი, რ. ტეილორი, ტიოტე, ობერტანი - ოკორე, ჰერდი, კოზაკი, ნზოგბია
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 139 თამაში: +62=30-47 (225-213)

ნორვიჩი-ტოტენჰემი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტერნერი, ჰაუსონი, გუტიერესი, ე. ბენეტი, რ. ბენეტი - კირიკეში, ლამელა, სიგურდსონი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +13=14-19 (54-72)

ბომბარდირები:
23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 16 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
chelsi igebs dges
lado menabde @ mail.ru
16:36 22-02-2014
0
არსენალი სიტი მოიგებს
lado menabde @ mail.ru
16:35 22-02-2014
0

სიახლეები პოპულარული