აღნიშნული მატჩი 2 მარტს, "უემბლიზე" გაიმართება და "სიტის" მეტოქე პრემიერლიგის ცხრილის ბოლოში მყოფი "სანდერლენდი" იქნება.
აგუერომ ტრავმა იანვრის ბოლოს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო და ეს საკმაოდ ცუდად აისახა მანჩესტერელთა შედეგზე, რადგან პელეგრინის გუნდი მესამე ადგილზე დაქვეითდა ინგლისის პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთან" (0:2) დამარცხდა.
თუმცა, როგორც ჩანს, არგენტინელი ფორვარდი თავს უკეთ გრძნობს და რეაბილიტაციის კურსს გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანს
"აღდგენითი პროცესის ბოლო კვირაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თუ ამ ფორმას შევინარჩუნებ, შემდეგ კვირაში გუნდთან ერთად ვივარჯიშებ!" - განაცხადა აგუერომ საკუთარ twitter-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში, არგენტინის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე 26 გოლი გაიტანა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით