ინგლისი. პრემიერლიგა. XXVII ტური: "არსენალმა" ინავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
ისევ ის არსენალი
ჩემპიონთა ლიგაში იმედგაცრუებული "არსენალი" შიდა ასპარეზზე იოლად გადაერთო. "მეთოფეებმა" "სანდერლენდთან" ზუსტად ის ფეხბურთი ითამაშეს, რომლის გამოც მათ პრემიერლიგის ყველაზე სიმპათიური გუნდი უწოდეს.

მასპინძლები აქტიურ პრესინგს იყენებდნენ და მეტოქეს, პრაქტიკულად, არ უტოვებდნენ შანსს, ბურთიანად გადასულიყო მოედნის მეორე ნახევარზე. "შავმა კატებმა" 1-2-ჯერ ეს მაინც მოახერხეს, თუმცა ყურადღებით თამაშობდა ვოიცეხ შჩესნი. პოლონელს რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა და გულშემატკივრის დამშვიდება. მცირე პაუზის შემდეგ ძირითადში დაბრუნდა ოლივიე ჟირუ. ფრანგმა, დუბლის გარდა, საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მას არც დაცვაში უთაკილია თანაგუნდელების დახმარება. სწორედ ოლივიეს
მეტისმეტი მონდომების შემდეგ დანიშნულ საჯარიმოს მოჰყვა სტუმართა ერთადერთი გოლი, მაგრამ კარგი გარჯა არც ემანუელე ჯაკერინის უნდა დავუკარგოთ. იტალიელის გოლმა თამაშს წერტილი დაუსვა. იქამდე კი "არსენალმა" ინავარდა. ჟირუს გარდა, დიდებულად ითამაშა ჯეკ უილშირმა. ზუსტად პლეიმეიკერის ეფექტური გარღვევის შემდეგ გაიხსნა ანგარიში.

სტუმართა რიგებში განსაკუთრებით სუსტად გამოიყურებოდა 25 წლის არგენტინელი მცველი სანტიაგო ვერხინი, ვინც ჯერ ბავშვური შეცდომა დაუშვა პირველი გოლისას, მერე ჟირუ დატოვა ვიტო მანონესთან პირისპირ, ბოლოს კი სანტიმეტრები დააკლდა ავტოგოლამდე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნამდვილი კაპიტანი
მატჩისთვის განკუთვნილი 90 წუთი ამოწურული იყო და ლი პრობერტი უკვე საათს დაჰყურებდა, როცა სასწაული მაინც მოხდა. ფრენკ ლემპარდმა და ჯონ ტერიმ, ვინ იცის, მერამდენედ ჩააგდეს ექსტაზში "სტემფორდ ბრიჯი". ჯარიმიდან პირველმა მეორეს ბურთი ზუსტად დაასვა ფეხზე და კაპიტანმა გუნდს სამი ქულა მოუპოვა. გამარჯვებამ "ჩელსის" ცხრილში პირველი ადგილი შეუნარჩუნა.

ტერიმ პრემიერლიგაში 412-ე თამაშში 35-ე გოლი გაიტანა. ის ყველა დროის შედეგიან მცველებში მეორე ადგილზეა და მხოლოდ "ევერტონის" ლეგენდა დევიდ ანსუორთს ჩამორჩება, ვისაც 3 გოლით მეტი აქვს გატანილი.

გოლამდე საინტერესო თამაში მიმდინარეობდაო, რომ დავწეროთ, მართლები არ ვიქნებით. ბურთს უმეტესად "ევერტონი" აკონტროლებდა. ის კარში იშვიათად ურტყამდა (ძირითადად, შორიდან), თუმცა, როცა ახერხებდა, სახიფათოდ. "ჩელსი" კონტრშეტევებზე თამაშობდა. მისი წინა ხაზი კი ნაკლებად ეფექტური იყო. შესვენების შემდეგ მასპინძელმა ზეწოლა გააძლიერა და რომ არა ტიმ ჰოვარდი, ანგარიში ბევრად უფრო ადრე გაიხსნებოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველად ისტორიაში
სტუმრად თამაში "ჰალის" ძლიერ მხარედ არასდროს მიიჩნეოდა, მაგრამ სტივ ბრუსის გუნდმა მოახერხა და ზედიზედ ორჯერ იმარჯვა, თანაც ორჯერვე მშრალად. ოთხი გოლი კი მას აქამდე არასოდეს გაეტანა. სახიფათო მომენტები "კარდიფსაც" ჰქონდა. ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა კენუაინ ჯონსს, ერთხელ კი ფრეიზერ კემპბელს.

"ჰალს" პირველ გოლზე მცირე რიკოშეტი დაეხმარა, მეორედ შეინ ლონგმა და ნიკიცა იელავიჩმა თითქმის მინავლებულ კონტრშეტევას ხელახლა შთაბერეს სული, მესამეზე - დაცვამ დაუშვა პოზიციური შეცდომა, საბოლოო წერტილი "ვეფხვებმა" კონტრშეტევაზე დასვეს. როგორც ჩანს, ოლე გუნარ სულშერისთვის პრემიერლიგაში მუშაობა ძალიან ადრე ყოფილა. ნორვეგიელი გუნდს ვერაფრით შველის.

გრანდიოზული ნახტომი
24-ე ტურში "ვესტ ჰემი" გასავარდნ ზონაში დაეშვა. ვერ გეტყვით, რა გახდა ასეთი ფერიცვალების მიზეზი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: "ჩაქუჩებმა" მას მერე მიჯრით ოთხჯერ იმარჯვეს და მეათე ადგილზე გადაინაცვლეს. წაუგებელი სერია კი უკვე ხუთი მატჩია, გრძელდება. ანგარიში "საუთჰემპტონმა" გახსნა და მერეც რამდენჯერმე ჰქონდა გატანის შანსი.

სტუმარს სამართლიანი პრეტენზია ჰქონდა 1:1-ზე, რადგან მარკ კლატენბერგმა და მისმა ასისტენტებმა მეტ ჯარვისზე აშკარა თამაშგარე არ დააფიქსირეს.

კედელი განგრეულია
"მანჩესტერ სიტის" "სტოკთან" 1:0 მორიგი ფეხბურთელის ტრავმად დაუჯდა. ალვარო ნეგრედოს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სტევან იოვეტიჩმა, ისე, რომ არავინ შეხებია, მიწაზე დაშვებისას წვივის კუნთი დაიჭიმა. როდის შეძლებს თამაშს ჩერნოგორიელი, ჯერ კიდევ გასარკვევია. მანუელ პელეგრინის თავდასხმაში არჩევანი აღარ დარჩა. მწყობრში მხოლოდ ორი შემტევიღაა.

"ქალაქელებს" სერიოზული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა საჯარიმოში ბურთიანად იშვიათად ჩნდებოდნენ და ძირითადად, შორიდან ურტყამდნენ. ამ გზით კი, მიუხედავად მცირე ლაფსუსებისა, ასმირ ბეგოვიჩის ჯობნა ვერ მოახერხეს. ბოსნიელის კარს გასაღები ისევ ახლოდან მოერგო. ალექსანდარ კოლაროვის გადაცემით თავი ისახელა იაია ტურემ.

ივუარელს მეორედაც შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთი ფეხიდან ერიკ პიტერსმა ააცალა. ცოტა კომიკური იყო ედინ ჯეკოს მომენტი, როცა კარის ხაზიდან სამ მეტრში მდგომმა ფეხბურთელმა ერთი ფეხით დაარტყა და მეორეში მოირტყა, რამაც ის ძალიან გააბრაზა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
300-ათასიანი რუნი
მოგეხსენებათ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უეინ რუნისთან ახალი მეგაკონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, თავდამსხმელი კვირაში 300 ათას ფუნტს მიიღებს. რუნის თქმით, ის მოედანზე დაამტკიცებს, რომ კლუბი არ შემცდარა, როცა მასთან თანამშრომლობა ასე ძვირად შეაფასა. "სელსჰარტ პარკზე" ამის პირველი ნიშნები უკვე ვიხილეთ.

უხერხული პოზიციის მიუხედავად, უეინმა ფლანგური გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით დასცხო და ბურთი ხარიხის ქვემოთ დაუმიზნა. რუნიმ მეათე გოლი გაიტანა ჩემპიონატში. უკვე ათი სეზონია, მას ამაზე ნაკლები არ გააქვს. ასეთი სტაბილური ბომბარდირი კი მოქმედ სპორტსმენებში პრემიერლიგას მხოლოდ ერთი ჰყავს - ფრენკ ლემპარდი. თუმცა უკანასკნელს წელს მხოლოდ 4 გოლი აქვს და სერიის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება.

"ეშმაკების" ბანაკში კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი მოხდა: გასული წლის 4 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა მარუან ფელაინიმ. ცხადია, ბელგიელ გიგანტს საუკეთესო ფორმამდე ჯერ ბევრი უკლია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხუთი წუთი სამ ქულამდე
მაარტენ სტეკელენბურგმა "ფულჰემი" რამდენჯერმე გადაარჩინა გოლს. 31 წლის ჰოლანდიელს თამაშის მიწურულსაც შეეძლო მატეი ვიდრას დარტყმულის აღება, მაგრამ ჩეხი ფორვარდის დარტყმა 10-11 მეტრიდან ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ლონდონელთა კარის დარაჯს ამ სიტუაციაში ძნელად თუ დავძრახავთ. ასე რომ, ფელიქს მაგათმა პრემიერლიგური კარიერა სტუმრად მოპოვებული ქულით დაიწყო.

სამი დუბლი
ლიდერთა სამეულს კვალში მიჰყვება "ლივერპული". მერსისაიდელებმა 7-გოლიანი თრილერი მოუგეს "სუონსის" - 4:3. ამ შეხვედრაში ერთბაშად სამი დუბლი ვიხილეთ: დენიელ სტარიჯის, ჯორდან ჰენდერსონის და უილფრიდ ბონის. ლოიკ რემიმ კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოუტანა "ნიუკასლს" გამარჯვება "ასტონ ვილასთან" საშინაო მატჩში. "ნორვიჩს" "ტოტენჰემთან" შოტლანდიელმა რობერტ სნოდგრასმა მოაგებინა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XXVII ტური

ჩელსი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ტერი (90+3)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - მატიჩი, ლემპარდი - ოსკარი (46. რამირესი), აზარი, ვილიანი (62. ტორესი) - ეტოო (70. შიურლე)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბერი, მაკარტი - მირალიაში (75. დელოფეუ), ოსმანი (64. ბერკლი), პიენაარი (79. მაკგიდი) - ნეისმიტი
გაფრთხილება: ოსკარი - ბერი, ჯაგიელკა
კარში დარტყმა: 25-8 (8-2) კუთხური: 8-8 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 15-12 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 41 580

არსენალი-სანდერლენდი 4:1
გოლები: 1:0 ჟირუ (5), 2:0 ჟირუ (32), 3:0 როსიცკი (42), 4:0 კოშელნი (57), 4:1 ჯაკერინი (81)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი (67. ფლამინი), მონრეალი (46. ჯენკინსონი) - არტეტა, უილშირი - როსიცკი (73. გნაბრი), კასორლა, პოდოლსკი - ჟირუ
სანდერლენდი (4-4-2): მანონე - ბერდსლი, ოში, ვერხინი, ალონსო - ბრიდკატი, კოლბეკი, კი (73. სკოკო), ჯონსონი (46. ჯაკერინი) - ბორინი, ალტიდორი (46. ალტიდორი)
გაფრთხილება: - ჯაკერინი
კარში დარტყმა: 12-7 (9-3) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 10-11 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 60 012

კარდიფი-ჰალი 0:4
გოლები: 0:1 ჰადლსტოუნი (18), 0:2 იელავიჩი (38), 0:3 იელავიჩი (57), 0:4 ლივერმორი (67)
კარდიფი (4-4-2): მარშალი - ფაბიო, კოლკერი, კალა, ტეილორი (74. ჯონი) - ეიკრემი, კოუი, ნუნი, ზაჰა (46. დელი) - კემპბელი (78. ბერგეტი), ჯონსი
ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი - როსენიორი, დევისი, ბრუსი (70. ჩესტერი), ფიგეროა - ჰადლსტოუნი (62. ბოიდი), ლივერმორი, ელ-მოჰამადი, მეილერი - იელავიჩი, ლონგი (75. ქუინი)
გაფრთხილება: ზაჰა - ბოიდი
კარში დარტყმა: 23-12 (5-6) კუთხური: 9-2 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 4-11 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 26 167

სიტი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 ი. ტურე (70)
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიჩელისი, კოლაროვი - ფერნანდინიო (63. ნავასი), ი. ტურე, დ. სილვა, ნასრი - ნეგრედო (56. იოვეტიჩი - 69. ხ. გარსია), ჯეკო
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - უელანი (82. ეტერინგტონი), ადამი - ოდემვინგი, უოლტერსი (78. აირლანდი), არნაუტოვიჩი (69. პალასიოსი) - კრაუჩი
გაფრთხილება: კომპანი, ფერნანდინიო, ჯეკო - ადამი
კარში დარტყმა: 19-7 (7-2) კუთხური: 8-3 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 16-13 ბურთის ფლობა: 74%-26%
მაყურებელი: 47 038

ბრომვიჩი-ფულჰემი 1:1
გოლები: 0:1 დეჟაგა (28), 1:1 ვიდრა (86)
ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ჯონსი (43. ანიჩებე), მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მორისონი, მულუმბუ - ამალფიტანო, ბრანტი, ბერაინო (74. ვიდრა) - ტიევუ (46. გერა)
ფულჰემი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - რიტერი, ჰანგელანდი, ამორებიეტა (51. რიისე), ჰეიტინგა - პარკერი, სიდუელი - დეჟაგა, ჰოლტბი, რიჩარდსონი (69. ბერნი), როდალიეგა (60. მიტროღლუ)
გაფრთხილება: მაკაული, ბრანტი, ოლსონი - რიტერი, ჰეიტინგა, პარკერი
კარში დარტყმა: 16-7 (5-3) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 13-15 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 25 782

ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 3:1
გოლები: 0:1 იოშიდა (8), 1:1 ჯარვისი (20), 2:1 კ. კოული (23), 3:1 ნოლანი (71)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - დემელი, კოლინსი, ტომკინსი, მაკარტნი - ნოუბლი, ტეილორი - ჯარვისი (56. დიამე), ნოლანი (72. რიდი), დაუნინგი - კ. კოული
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - ჩემბერსი, იოშიდამ, ფონტე, შოუ - შნაიდერლინი, კორკი (62. გ. რამირესი) - ს. დევისი (77. ვორდ-პრაუსი), ჯ. როდრიგესი, ლალანა - ლამბერტი (77. გალაგერი)
გაფრთხილება: - ლალანა
კარში დარტყმა: 10-25 (5-5) კუთხური: 5-11 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 10-8 ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 33 418

პალასი-იუნაიტედი 0:2
გოლები: 0:1 ვან პერსი (62-პენ), 0:2 რუნი (68)
პალასი (4-4-2): სპერონი - ვორდი, დანი, დელეინი, პარი - ლედლი, ჟედინაკი, ინსი (85. გეილი), პანჩეონი - მარი (66. ჯერომი), შამახი (74. ბოლასი)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა - ფელაინი (88. D. ფლეტჩერი), კერიკი - მატა, რუნი, იანუზაი (80. გიგზი) - ვან პერსი (80. ვალენსია)
გაფრთხილება: - ვიდიჩი, გიგზი
კარში დარტყმა: 15-14 (6-5) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 12-10 ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 24 571

ლივერპული-სუონსი 4:3
გოლები: 1:0 სტარიჯი (3), 2:0 ჰენდერსონი (20), 2:1 შელვი (23), 2:2 ბონი (27), 3:2 სტარიჯი (36), 3:3 ბონი (47-პენ), 4:3 ჰენდერსონი (74)
ლივერპული (4-4-2): მინიოლე - ჯონსონი, აგერი (63. კ. ტურე), შკრტელი, ფლენაგანი - ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო, სტერლინგი (58. ალენი) - სუარესი, სტარიჯი (79. მოზესი)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, უილიამსი, ჩიკო, ნ. ტეილორი - დე გუზმანი (73. ერნანდესი), ბრიტონი - რუტლეჯი, დაიერი (78. ნგოგი), შელვი (46. კანიასი) - ბონი
გაფრთხილება: შკრტელი -
კარში დარტყმა: 21-14 (10-5) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 9-11 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 44 731

ნიუკასლი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 რემი (90+2)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, უილიამსონი, კოლოჩინი, დამეტი - ტიოტე (89. გოსლინგი), ანიტა, გუფრანი, სისოკო - სისე (72. დე იონგი), რემი
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, ვლაარი, ბეიკერი, ბერტრანი (76. ჯ. ბენეტი) - ელ-აჰმადი, ვესტვუდი (61. სილა), დელფი - ვაიმანი, ბენტეკე, აგბონლაჰორი
გაფრთხილება: ტიოტე, რემი - ვლაარი, ელ აჰმადი
კარში დარტყმა: 23-10 (5-2) კუთხური: 10-1 თამაშგარე: 5-3 ჯარიმა: 12-10 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 50 417

ნორვიჩი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 სნოდგრასი (74)
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - მარტინი, იობო, ბასონგი, ოლსონი - ჯონსონი, ტეტი - რედმონდი (86. ჰულაჰანი), ფერი, სნოდგრასი - ვან ვოლფსვინკელი (72. ჰუპერი)
ტოტენჰემი (4-1-4-1): ლორისი - ნაუტონი, დოუსონი, ვერტონგენი, როუზი (82. ტაუნსენდი) - კაპუ (13. შადლი) - ბენტალები, პაულინიო (65. სოლდადო), დემბელე, ლენონი - ადებაიორი
გაფრთხილება: რადი - დემბელე, ვერტონგენი, დოუსონი
კარში დარტყმა: 13-9 (3-2) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 8-15 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 26 834

ბომბარდირები: 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 18 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური
1-ლი მარტი:
ევერტონი-ვესტ ჰემი, ფულჰემი-ჩელსი, ჰალი-ნიუკასლი, სტოკი-არსენალი, საუთჰემპტონი-ლივერპული
2 მარტი:
ასტონ ვილა-ნორვიჩი, სუონსი-კრისტალ პალასი, ტოტენჰემი-კარდიფი
25 მარტი:
მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი
სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი გადაიდო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული