დიდხანს ვიფიქრეთ, დარჩენილი რვა მატჩიდან რომელი მიგვეჩნია ცენტრალურად და მივედით დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება არ ღირს, რადგან ამ სტატუსს არც ერთი მათგანი არ იმსახურებს.
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შაბათს და კვირას ინგლისში უინტერესო თამაშები გაიმართება. მოდი, რამდენიმე მათგანზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
საუთჰემპტონი-ლივერპული
"წმინ
ეჭვი გვაქვს, მაურისიო პოჩეტინიოს შეგირდები უკვე შეეგუვნენ, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილი მექანიკურად უნდა ჩაამთავრონ. ევროპალიგაზე მოხვედრა უბრალოდ ფანტასტიკაა, გავარდნა კი კიდევ უფრო ძნელად წარმოსადგენი.
სამაგიეროდ, მოტივირებულია "ლივერპული", ვინც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ამას გარდა "წითლებს" პირველი წრის წყენაც ახსოვთ, როცა "ენფილდზე" პირველად და უკანასკნელად დამარცხდნენ. "ლივერპულისთვის" "სენტ მერი" ბოლო წლებში აუღებელ ციხე-სიმაგრედ იქცა. მერსისაიდელებმა ამ არენაზე ზედიზედ სამჯერ დათმეს ორბურთიანი სხვაობით.
სტოკი-არსენალი
"არსენალი" წყვილში ფავორიტად კი მიიჩნევა, მაგრამ "ბრიტანიაზე" 3 ქულის აღება მაინც რთული საქმე იქნება, რადგან "სტოკი" შინ იშვიათად მარცხდება. ამას მოწმობს სტატისტიკაც. ლიდერების შემდეგ "მეთიხეებს" შინ ყველაზე ცოტა (2) წაგება აქვთ.
აქ თამაში უჭირს უშუალოდ "არსენალსაც": უკანასკნელი 9 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.
"მეთოფეებს" ის თუ უშველით, რომ შესანიშნავ ფორმაშია მათი თავდასხმა. "სანდერლენდთან" განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებოდა ოლივიე ჟირუ.
ევერტონი-ვესტ ჰემი
"ევერტონი" ბოლო ოთხ ტურში სამჯერ ეთამაშა ჩემპიონატის ლიდერებს სტუმრად და სამჯერვე დამარცხდა, რის გამოც მერსისაიდელებმა ცხრილში ორი პოზიციით დაიხიეს.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ "ვესტ ჰემი" ის გუნდია, ვისთან მოგებაც აუცილებელია, მაგრამ სიტუაცია არც ისე მარტივია. "ჩაქუჩების" დაცვა ტრადიციულად კედელივით დგას. ბოლო ხუთ მატჩში ადრიან კასტილიომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, მისმა გუნდმა კი მაქსიმალური 15 ქულიდან 13 მოიპოვა, აქედან 12 ზედიზედ.
სემ ელერდაისის გუნდს სეზონის უმთავრესი მიზნისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. ასე რომ, "გუდისონ პარკზე" ფიცხელი ბრძოლაა მოსალოდნელი.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXVIII ტური
1 მარტი
ევერტონი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალკარასი, ლუკაკუ, ოვიედო, გიბსონი, კონე, ტრაორე, ჯაგიელკა - ბორიელო, ობრაიენი, ვას ტე
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 110 თამაში: +57=23-30 (192-125)
ფულჰემი-ჩელსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრიგსი - ვან გინკელი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +3=16-30 (42-83)
ჰალი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკშეინი, ბრეიდი - ბიგირიმანა, ბენ არფა, სანტონი, რ. ტეილორი, ობერტანი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=2-0 (7-4)
სტოკი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუთი, ასაიდი - ვერმალენი, რემსი, უოლკოტი, დიაბი, კალსტრიომი, გიბსი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +23=20-44 (82-135)
საუთჰემპ-ლივერპული 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰოიველდი - სახო, ლეივა, ხ. ენრიკე
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 73 თამაში: +20=18-35 (83-111)
2 მარტი
ასტონ ვილა-ნორვიჩი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოკორე, კოზაკი, ნზოგბია, ჰერდი – რ. ბენეტი, გუტიერესი, ტერნერი, ე. ბენეტი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +18=13-11 (65-56)
სუონსი-პალასი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მიჩუ, ბარტლი, ბ. დევისი, პოსუელო, დაიერი - ტომასი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=1-2 (10-5)
ტოტენჰემი-კარდიფი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კაბული, კაპუ, სიგურდსონი, სანდრო, უოლკერი, როუზი, ლამელა, კირიკეში - ჰადსონი, მედელი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +16=8-7 (51-29)
სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი (გადაიდო)
25 მარტი
იუნაიტედი-სიტი
ბომბარდირები:
23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 18 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"