პირველ ტაიმში გოლები არ გასულა, თუმცა მატჩის დასაწყისში ფერნანდო ტორესს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, როცა მეტოქის მეკარეს წაართვა ბურთი, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარს ააცილა.
52-ე წუთზე ედენ აზარმა ანდრე შიურლე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და გერმანელმაც ანგარიში გახსნა.
65-ე წუთზე აზარის პასით ისევ შიურლემ გაიტანა, 68-ე წუთზე გერმანელმა "ჩელსის" მაისურით პირველი ჰეთთრიკი
74-ე წუთზე ჯონ ჰეიტინგამ ახლო მანძილიდან პრესტიჟის გოლი გაიტანა.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "შესვენებაზე ბიჭებს ერთი სიტყვაც არ ვუთხარი. პირველი ტაიმი ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ და ბიჭები ჩემგან შენიშვნებს ელოდნენ, მაგრამ ლაპარაკი რომ დამეწყო, 20 წუთიც არ მეყოფოდა. მეორეში გუნდი სწრაფად ათამაშდა, ვიგებდით ორთაბრძოლებს. შიურლე ახლა სწავლობს პრემიერლიგაში თამაშს, მაგრამ ის მაგარია - კარგად ასრულებს შეტევებს. და მეც ასეთ თამაშს ველი მისგან".
ანდრე შიურლე (ჩელსი): "როცა გასახდელში მივდიოდით, ყველამ ვიცოდით, რომ ცუდად ვითამაშეთ პირველი ტაიმი და რაღაც უნდა შეგვეცვალა. მწვრთნელი ჩამოვიდა, 10-15 წამი დაჰყო, რაღაც გვითხრა (რასაც აქ არ გავიმეორებ) და გავიდა. ჩვენ უნდა შეგვეცვალა თამაში და ეს შევძელით".