დევიდ ბექჰემის შვილმა კონტრაქტი ლონდონის "არსენალთან" გააფორმა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ცოცხალი ლეგენდის დევიდ ბექჰემის შვილთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იმ შემთხვევაში თუ ბრუკლინ ბექჰემი თავს კარგად წარმოაჩენს, მას ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლიევებენ.

"ბრუკლინი ძალიან ნიჭიერია, ის ყველა ვარჯიშსა და მატჩში გამოირჩეოდა, რომელშიც მონაწილოება მიიღო. მას ბევრი კლუბი აკვირდებოდა. "არსენალს" ესმის, რომ ბრუკლინი შესაძლოა დიდი ტალანტი აღმოჩნდეს.

კლუბმა მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მისით ასევე ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იყვენენ დაინტერესებულები. შესაძლოა ზაფხულში მასთან უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულება დავდოთ", - ამბობს "არსენალის" წარმომადგენელი Daily
Star-თან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ დევიდ ბექჰემის კიდევ ერთი ვაჟი 12 წლის რომერო ასევე ლონდონურ კლუბში 13-წლამდე ასაკობრივ გუნდში გამოდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული