ახლა კი ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ "ჩელსის" ამ მიღწევის გამეორება შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით საქმე აქეთ მიდის და არსენ ვენგერიც აღფრთოვანებულია "ლურჯების" თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიო გულზე არ ეხატება.
"თუ ისინი ასე გააგრძელებენ, მათ ვერავინ შეეხება. ამ წუთისთვის მართლაც არ ჩანს პრემიერლიგაში გუნდი, რომელიც "ჩელსის" შეაჩერებს" - ამბობს ვენგერი.
რაც შეეხება თავად "არსენალს", "სუონსისთან" წაგების მერე "ემირატების" მკვიდრთა მდგომარეობა
"ჩელსიზე" საუბარი კი მუსიე არსენმა ასე დაასრულა: "შეხედეთ, რამდენი ქულა აქვთ მათ ახლა და რამდენი შეიძლება მოაგროვონ ჯამში. თუ ასე გაგრძელდა, 105-ქულიანი მაჩვენებელი და რეკორდი სულაც არ არის გამორიცხული. სანამ კლუბი წაუგებელია, ის ამ გზაზე იდგება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"