ვინ გადაიხდის გარეთ ბეილში "რეალზე" მეტს?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ესპანურ-ინგლისური პრესა აჭრელებულია ინფორმაციებით იმის შესახებ, რომ გარეთ ბეილი შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს. "ტოტენჰემის" ყოფილ შემტევს "ჩელსის" და უფრო აქტიურად "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.

ერთი შეხედვით, ეს წარმოუდგენელი ჩანს და სერიოზულად ყურადღება ამ ცნობებს ბევრმა არ მიაქცია, თუმცა მას მერე, რაც ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი აღიარებს, რომ მის კლიენტში "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო მეტს იხდიდა, ვიდრე მადრიდის "რეალი" და იმასაც დასძენს, მიუხედავად ამისა, გარეთს გული "სამეფო გუნდისკენ" მიუწევდაო, ეს ვარიანტი აღარც ისე სასაცილო და გამორიცხული ჩანს; თუ იმ მითქმა-მოთქმასაც გავითვალისწინებთ, რომ
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯეიმს როდრიგესის მისვლისა და კარგად ათამაშების მერე "რეალს" ბეილი ისე აღარ სჭირდებაო.

"მას ყოველთვის უნდოდა მადრიდში თამაში. რასაკვირველია, შეეძლო "იუნაიტედშიც" და სხვა გუნდებშიც წასვლა, მათ შორის, "ბარსელონაშიც". მისით კატალონიელებიც დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ გარეთმა თქვა, რომ "ბარსაში" არ გადავიდოდა. იხდიდა თუ არა "მანჩესტერი" "რეალზე" მეტს? ბევრად მეტს არა, მაგრამ კი" - თქვა ბარნეტმა.

"უელსის სიამაყე" "რეალში" 2013 წლის ზაფხულში გადაბარგდა. ბრიტანული პრესა ირწმუნებოდა, რომ მის სანაცვლოდ კლუბმა 100 მილიონი ევრო აიღო, ხოლო მოგვიანებით ესპანურმა მხარემ განაცხადა, რომ ბეილში 91 მილიონი ევრო იქნა დახარჯული. ასე რომ, კრიშტიანო რონალდოში გადახდილი 94 მილიონი მსოფლიოს სარეკორდო ტრანსფერად დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
91 მილიონი ევრო და კიდო მანეეთს იხდიდა ემიუ.. :)
ერისკაცი
14:13 19-11-2014
0
დაფრინავს ამას როგორ გაყიდის."ამას რომ ყიდი ამაზე უკეთესი რა უნდა იყიდოო" ღვინოზე ნათქვამი მოცემულ სიტუაციას შეესაბამება
მეღვინე
17:45 19-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული