12:07 27-11-2014
პასუხი "მანჩესტერ სიტის" პრობლემებზე: აგუერო, აგუერო, აგუერო
AutoSharing Option
"ქალაქელებს" ათკაციან "ბაიერნთანაც" კი გაუჭირდათ, მაგრამ კუნის ჰეთ-თრიქით იმარჯვეს. 26 წლის არგენტინელ ფორვარდს სჯერა, რომ მისი გუნდი ბოლო ჯგუფურ თამაშს იტალიის დედაქალაქში "რომას" მოუგებს და შემდეგ ეტაპზე გავა და სურს, რომ მისი ოპტიმიზმი სხვებმაც გაიზიარონ. აგუერომ პირადად ჩაბი ალონსოსაც უპასუხა მინდორზე, რომელმაც თქვა, რომ "სიტის" წარუმატებლობის მიზეზი ის არის, რომ დიდებას ფული ვერ იყიდის, ფეხბურთი მათემატიკა არ არისო.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მოგება მოვიპოვეთ, რაც გვახარებს. პირადად მე უბედნიერესი ვარ. ამ სეზონში ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის და იმედია, ასე გაგრძელდება. მინდა გუნდურ წარმატებებს მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, ფანები სიამოვნებით ადევნებდნენ თვალყურს "ბაიერნთან" მატჩს და შესანიშნავია, რომ მათი გახარება გამოგვივიდა.
სანერვიულო შეხვედრა გამოვიდა, ქომაგებმაც ინერვიულეს და არც ჩვენთვის იყო ადვილი. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გავხსენით, "ბაიერნმა" ჩვენი პატარა უყურადღებობით ისარგებლა და ორი გოლი გაგვიტანა. თუმცა მეორე ტაიმში მეტოქეზე ზეწოლა გავაგრძელეთ და საბოლოოდ ჩვენსას მივაღწიეთ. ჯგუფიდან გასვლის შანსი არის, ყველაფერი ჩვენს ხელშია, საკუთარი ძალების უნდა გვჯეროდეს და რომში მოგება უნდა ვცადოთ" - განაცხადა აგუერომ.
ბაქარი სანია: "გამარჯვება, უბრალოდ, აუცილებელი იყო. ვიცით, რომ რომშიც ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ. მაგალითი ყველამ აგუეროსგან უნდა ავიღოთ, სერხიოს გუნდი მიჰყავს, იგი ძალიან ბევრს აკეთებს და უაღრესად სასარგებლოა. მას მართლაც უნდა მივბაძოთ. ასევე, დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერაც დღეს დიდებული იყო და ისინი ძალიან დაგვეხმარნენ".
"სერხიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი და ზოგადად, ფეხბურთელია. აგუეროც და მთელი გუნდიც მეორე ტაიმში ძალიან კარგები იყვნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ორი მოულოდნელი გოლი გავუშვით, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა არ დაგვიკარგავს, პრესინგსაც ვაგრძელებდით და ბოლო-ბოლო სერხიომ თავისი მომენტები მიიღო. ეს ყველაზე დრამატული საღამო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩემს კარიერაში. მერე რა, რომ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ჯგუფური ეტაპის თამაშზეა.
შესვენებისას ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ 45 წუთი გვქონდა ჩემპიონთა ლიგაში დასარჩენად და მახარებს, რომ მათ შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ და არ დანებდნენ. ყველაფერმა ძალიან ემოციურად ჩაიარა, მაგრამ მჯეროდა, რომ გუნდი მიზანს მიაღწევდა. ახლა კი წინ ახალი ამოცანა გვაქვს, "რომას" უნდა მოვუგოთ. ვნახოთ, როგორ აეწყობა საქმე ბოლო შეხვედრაში" - ეს კი "სიტის" ჩილელი მთავარი მწვრთნელის მანუელ პელეგრინის სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რომა არის მსოფლიოში ყველაზე უიღბლო გუნდი. მოსკოვში დამატებულ დროში გაუშვა ბურთი და ვერ მოიგო. სიტიმ კიდე დამატებითში ბაიერნს გაუტანა და მოიგო. რომელიმე ამ გოლებიდან როარ გასულიყო რომა გასული იყო შემდეგ ეტაპზე. გაუმართლა სიტის
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული