პრემიერლიგაში ყველაზე ხმაურიანი ფანები "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰყავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი", მიუხედავად ცუდი შედეგებისა მიმდინარე სეზონში, ფანებისგან ყველაზე ხმამაღალ მხარდაჭერას იღებს პრემიერლიგაში.

Press Association Sport-ის კვლევის შემდეგ, რომელიც სააგენტომ "წითელი ეშმაკების" საშინაო და გასვლითი მატჩებისგან მიიღო, ხმაურის მაჩვენებელმა 167 დეციბელს მიაღწია.

მეორე ადგილი ხმაურის მიხედვით "სტოკ სიტის" ფანებს ეკუთვნით, შემდეგ მოდიან ლონდონის "ტოტენჰემი" და "ვესტ ბრომვიჩი", რომელთა მაჩვენებელი 161 დეციბელია.

Sportall.Ge

ამ მაჩვენებლით ბოლოდან მესამე ადგილზე "ლივერპულის" ფანები არიან.

Sportall.Ge

ხოლო, რაც შეეხება პრემიერლიგის ყველაზე ხმამაღალ სტადიონებს, პირველი ადგილი აქაც "მანჩესტერ იუნაიტედს" უჭირავს, სადაც ხმაურის მაჩვენებელი 84 დეციბელია. სამეულში კი "სტოკის"
სტადიონი "ბრიტანეთი" და ლონოდონის "არსენალის" არენა "ემირეიტსი" შევიდნენ, რომელთა მაჩვენებელი 83 დეციბელია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული