"ლივერპულის" ბოსებმა ბრენდან როჯერსის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბრენდან როჯერსის შემცვლელის ძებნა, - იუწყება ინგლისური პრესა, რომლის თანახმად, მერსისაიდული კლუბის წარმომადგენლებმა პოტენციურ მემკვიდრეებთან კონტაქტები უკვე დაამყარეს.

ინგლისის პრემიერლიგაში XII ტურის შემდეგ "ლივერპულს" აქტივში სულ 14 ქულა აქვს და მე-12 ადგილს იკავებს. ამას გარდა, გუნდი ვერც ჩემპიონთა ლიგაში აჩვენებს თავისი ქომაგისთვის სასურველ შედეგს და შესაძლოა, სულაც პლეი ოფის მიღმა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსი "ლივერპულს" სათავეში 2012 წელს ჩაუდგა, გასულ სეზონში კი მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული