ლონდონის "არსენალმა" სტუმრად დაამარცხა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი". მატჩის ერთადერთი გოლი მარცხნიდან სანტი კასორლას ჩაწოდებას და დენი უელბეკის თავურს მოყვა.
"ვესტ ჰემმა" მოულოდნელად 1:0 დაამარცხა დიდებულ ფორმაში მყოფი "ნიუკასლი", ამ თამაშის ერთადერთი გოლი მცველმა აარონ კრესველმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს პირველი გოლია "ვესტ ჰემის" მაისურით.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჰალს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. კრის სმოლინგის გოლი ახალი ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით დაფიქსირდა. ტაიმის მიწურულს რობინ ვან პერსიმ დაუგორა უეინ რუნის და მანაც შორი
ლუი ვან გაალი (იუნაიტედი): "ყველაფერი დიდებული იყო, მხოლოდ დი მარიას ტრავმა მაღელვებს, ის მომდევნო თამაშს აუცილებლად გამოტოვებს. რუნის მდგომარეობა ასე რთული არ არის".
"ლივერპულს" ძალიან გაუჭირდა "სტოკის" დამარცხება, 85-ე წუთზე გლენ ჯონსონმა ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს თავი დაუხვედრა და საკუთარ გუნდს მოაგებინა - 1:0.
ჩემპიონატის ლიდერმა ლონდონის "ჩელსიმ" მოულოდნელად დაკარგა ქულები სტუმრად გუსტავო პოიეტის "სანდერლენდთან" - 0:0.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ერთი ქულა ავიღეთ, რთული თამაში იყო. მხოლოდ ერთი გუნდი ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას, "სანდერლენდი" კი თავს კარგად იცავდა. "სანდერლენდი" ასეთი ტაქტიკით თამაშობდა, ეს დანაშაული არ არის. ბიჭები ცოტა დაიღალნენ, მაგრამ მათზე აუგს ვერ ვიტყვი, მეტოქისგან განსხვავებით, მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდათ".
გუსტავო პოიეტი (სანდერლენდი): "ჩემი გუნდისთვის ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის თამაში. სამი საათიც რომ გვეთამაშა, "ჩელსი" გოლს ვერ გაგვიტანდა".
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 უელბეკი (60)
ბარნლი-ასტონ ვილა 1:1
გოლები: 0:1 ჯ. კოული (38), 1:1 ინგსი (87-პენ)
ლივერპული-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 ჯონსონი (85)
იუნაიტედი-ჰალი 3:0
გოლები: 1:0 სმოლინგი (16), 2:0 რუნი (42), 3:0 ვან პერსი (66)
ქპრ-ლესტერი 3:2
გოლები: 0:1 კამბიასო (4), 1:1 მორგანი (37 ს.კ.), 2:1 ფერი (45), 2:2 შლაპი (67), 3:2 ოსტინი (73)
სუონსი-კრისტალ პალასი 1:1
გოლები: 1:0 ბონი (15), 1:1 იედინაკი (25-პენ)
ვესტ ჰემი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 კრესველი (56)
სანდერლენდი-ჩელსი 0:0
1. ჩელსი - 33 ქულა; 2. საუთჰემპტონი - 26; 3. სიტი - 24; 4. იუნაიტედი - 22; 5. ვესტ ჰემი - 21.