გულშემატკივრები არსენ ვენგერს წასვლისკენ მოუწოდებენ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" გულშემატკივრებს გუნდის მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის წასვლა სურთ.

ინგლისის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში სტუმრად "ვესტ ბრომვიჩთან", რომელიც "მეთოფეთა" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა, ფანებს ბანერი ეჭირათ, სადაც ვენგერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

"არსენ მადლობა მოგონებებისთვის, მაგრამ დროა დაგვემშვიდობო", - ეწერა ბანერზე.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი "არსენალს" სათავეში 1996 წელს ჩაუდგა. 18 წლის განმავლობაში ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ხუთჯერ თასი და ამდენჯერვე ინგლისის სუპერთასი, თუმცა 2005 წლიდან "მეთოფეებმა" მხოლოდ ინგლისის თასი მოიგეს 2013/14 წლების სეზონში.

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XIII ტური: "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო, მაგრამ დი მარია დაკარგა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული