გოდინი და უორისი "ოლდ ტრაფორდზე"?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულად არის განწყობილი დიეგო გოდინის ტრანსფერთან დაკავშირებით. ურუგვაელის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 28 მილიონი ფუნტია და "წითელი ეშმაკები" 28 წლის ფეხბურთელში ამდენის გადახდას ფიქრობენ. ყოველ შემთხვევაში, ლუი ვან გაალი ადასტურებს, რომ მას ეს ფეხბურთელი აინტერესებს.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრების კიდევ ერთი სამიზნე აბდულ მაჯიდ უორისია. 23 წლის კამერუნელის სანახავად თვით რაიან გიგსმა იმოგზაურა თურქეთში და "ტრაბზონის" მატჩს დაესწრო, თუმცა ახალგაზრდა თავდამსხმელში მანჩესტერელებს მავანი შემცილებელი ჰყავთ ყატარიდან.

ჯერჯერობით გაუხმაურებელი გუნდი მიახლოებით 10 მილიონ ფუნტს იხდის და უორისს სარფიან კონტრაქტს სთავაზობს.

ამასობაში,
ხავიერ ერნანდესმა, იგივე "ჩიჩარიტომ", რომელიც მადრიდის "რეალშია" განათხოვრებული, "იუნაიტედს" ესპანეთის დედაქალაქიდან შემოუთვალა - მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ მუდმივი სათამაშო დრო გარანტირებული მექნებაო.

გარანტირებული ადგილი მექსიკელს არც "სამეფო გუნდში" აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, "რეალის" სათადარიგოთა სკამი უფრო ხიბლავს, ვიდრე "მანჩესტერისა". ხუმრობის გარეშე კი, იგი ალბათ სხვა ნავსაყუდელს მოძებნის, თუ გარანტიას არ მისცემენ, რომლის მიცემაც ვან გაალს ნამდვილად გაუჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული