36 წლის კოტდივუარელმა ფეხბურთელმა, რომელიც "ჩელსის" გასულ ზაფხულს დაუბრუნდა, ყველა ტურნირის 17 შეხვედრაში უკვე ხუთი გოლი გაიტანა. ბოლოს კი ის სწორედ "ტოტენჰემთან", 3 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში გამოირჩა - გოლითა და საგოლე გადაცემით.
"დროგბა - გუნდური მოთამაშეა. მას ძველმოდური მენტალიტეტი აქვს: დიდიესთვის უცხოა წუწურაქობა და პატივმოყვარეობა. ის სულ გუნდისთვის იბრძვის.
მას შემდეგ, რაც "ჩელსიში" დაბრუნდა,
დიდიე დროგბას შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. ვიცოდი, რომ ის ახალ როლს გაითავისებდა და გაგებით მოეკიდებოდა იმ ფაქტსაც, რომ ყოველთვის პირველივე წუთებიდან არ ითამაშებდა", - თქვა მოურინიომ.