სერხიო აგუეროს ტრავმის გამო "ბოქსინგ დეისა" და "რომასთან" მატჩის გამოტოვება მოუწევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ "ევერტონთან" მატჩში (1:0) ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. The Guardian-ის ცნობით, არგენტინელს მუხლის მყესები გაეჭიმა, რის გამოც ლაზარეთში შვიდ კვირამდე მოუწევს ყოფნა. 

ამრიგად, კუნ აგუეროს "ბოქსინგ დეისა" და ჩემპიონთა ლიგაში "რომასთან" გადამწყვეტი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ინგლისის ჩემპიონატში სერხიო აგუერომ 15 მატჩში ითამაშა. მის ანგარიშზე 14 გოლი და 3 საგოლე პასია. ჩემპიონთა ლიგაში არგენტინელი გატანილი გოლით ხუთჯერ გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული