აიხსნება რემზესის წყევლა? - კეტრინ ზეტა-ჯონსზე ლამაზი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
აარონ რემზიმ "გალათასარაი"-"არსენალის" (1:4) შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ განსაკუთრებით ლამაზი მისი მეორე ბურთი გახლდათ, რომელიც საუცხოო შორეული დარტყმით შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამ გოლმა, მისი თანაკლუბელებიდან დაწყებული, ყველა აღფრთოვანებაში მოიყვანა.

ყველაზე სახალისო "მიდლსბროს" ნორვეგიელი თავდამსხმელის, "მიდლსბროს" ყოფილი ფეხბურთელის, იან ააგე ფიორტოფტის სიტყვებია, მან საკუთარ "თვითერზე" დაწერა: "რემზი! რა გოლია... საუკეთესო რამ უელსიდან... საუკეთესო, კეტრინ ზეტა-ჯონსის შემდეგ".

საქმე ის არის, რომ ცნობილი მსახიობი და მშვენიერი ქალბატონი კეტრინ ზეტა-ჯონსი უელსშია დაბადებული. თანაც, სულ რაღაც 40 მილში გაიზარდა რემზიც. ფიორტოფტი კი, როგორც ჩანს,
ზეტა-ჯონსის დიდი თაყვანისმცემელია და ამის გათვალისწინებით, რემზის გულწრფელი და სერიოზული კომპლიმენტი უძღვნა.

"მეთოფეების" მეკარე ვოიცეხ შჩესნი თავშიხელებწაშენილი გახლდათ და ვერ იჯერებდა, რომ ეს გოლი მან ნახა, ხოლო იაია სანოგოს აღფრთოვანებისაგან სახეში ჰქონდა ხელები წაშენილი.

ძველი ხუმრობა უელსელის გოლებზე მოგეხსენებათ - მას მერე, რაც მას გააქვს ხოლმე, რაღაც ცუდი ხდება და მსოფლიოში რომელიმე ცნობილი ადამიანი იღუპება. ეს გოლი კი იმდენად არაამქვეყნიური და ლამაზი იყო, რომ ან რაღაც კატასტროფა უნდა მოხდეს, ან კიდევ "რემზესის წყევლა" აიხსნას და არავის არაფერი დაემართოს.

ხუმრობები იქით იყოს და, ახლა თავად რემზის მოვუსმინოთ:

"ჯგუფი მაჟორულ ნოტზე ჩავამთავრეთ. ახლა ერთი სული მაქვს, როდის იქნება მერვედფინალის წილისყრა. ვნახე ჩემი მეორე გოლი განმეორებით და ეს უდავოდ ჩემი საუკეთესო ბურთია, რომელიც კი გამიტანია".

23 წლის უელსელით არსენ ვენგერიც კმაყოფილი დარჩა. რემზი ორივე ფეხით ნორმალურად თამაშობს, მაგრამ მარცხენა მაინც მის "სუსტ ფეხად" ითვლება და ფრანგმა სპეციალისტმა თქვა - როცა დავინახე, დარტყმა დააპირა, ვიფიქრე, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო და გავიფიქრე: "არ დაარტყა", მაგრამ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არსენ პოდოლსკი დატოვე და შეეშვი16-17 წლის ბიჭბუჭებს - გუნდის სიძლიერე ძირითადად გამოცდილ ფეხბურთელებშია!
brola
21:01 11-12-2014
0
100-ჯერ რომ დაარტყას ერთხელაც ვეღარ გაიტანს. გამოუვიდა.
pele
16:47 11-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული