ლონდონის "ჩელსი" ფერნანდო ტორესს ინგლისურ კლუბებს უფასოდ შესთავაზებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" იანვარში ფერნანდო ტორესის მოშორებას აპირებს, რომელიც კლუბში "მილანიდან" უნდა დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ტორესი "როსონერიში" იჯარის წესით იმყოფება.

Mirror-ის ინფორმაციით, "მილანი" ტორესთან განშორებას გეგმავს, რომელიც აგვისტოში აიყვანა.

თავის მხრივ კი, "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესპანელის დაბრუნებით დაინტერესებული არ არის.

სავარაუდოდ, "ჩელსი" "მილანთან" საიჯარო გარიგების ანულირებას დათანხმდება და იანვარში ინგლისურ კლუბებს ტორესს უფასოდ შესთავაზებს.

მიმდინარე სეზონში ტორესმა სერია A-ში 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული