პრემიერლიგა. XVI ტური: მოურინიოს მე-400 ქულა, ლემპარდი ანრის გაუთანაბრდა [VIDEO]

AutoSharing Option
13 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგაში 7 შეხვედრა გაიმართა. ლიდერმა ლონდონის "ჩელსიმ" 2:0 დაამარცხა "ჰალ სიტი". ამ სეზონში პირველად "ჩელსის" კარში იდგა პეტრ ჩეხი, რომელიც ტრავმირებულ ტიბო კურტუას ცვლიდა.

მე-7 წუთზე ოსკარის ჩაწოდების შემდეგ გოლი თავით ედენ აზარმა გაიტანა. 68-ე წუთზე აზარმა დიეგო კოშტა მოძებნა და ანგარიში 2:0 გახდა.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "არაფერი განსაკუთრებული თამაში არ გვითამაშია. უბრალოდ, ისე ვითამაშეთ, რომ პრობლემები არ შეგვქმნოდა. "ჰალის" ფეხბურთელის გაძევებას თამაშის ხასიათი არ შეუცვლია. სტივ ბრუსის გუნდი, როგორც ყოველთვის კარგად ორგანიზებულია. ჩვენ სწრაფი გოლი გავიტანეთ,
გუნდმა თავი კომფორტულად იგრძნო".

ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგაში 401 ქულა დააგროვა. ამისთვის მას 174 მატჩი დასჭირდა. სხვათა შორის, იმდენივე ქულის მისაღწევად სერ ალექს ფერგიუსონს 191 მატჩი დასჭირდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისის ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ლესტერ სიტი", გამარჯვების გოლი სამირ ნასრის პასით ფრენკ ლემპარდმა გაიტანა. ეს გოლი პრემიერლიგაში 175-ე იყო ლამპარდისთვის, ის ამ მაჩვენებლით ტიერი ანრის გაუტოლდა.

ფრენკ ლამპარდი (მანჩესტერ სიტი): "ძალიან ბედნიერი ვარ, არ მეგონა თუ ამას მივაღწევდი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ანრის. ის პრემიერლიგის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი მიღწევის გამეორება დიდებულია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონის "არსენალმა" 4:1 გაანადგურა "ნიუკასლ იუნაიტედი". დუბლები შეასრულეს ოლივიე ჟირუმ და სანტი კასორლამ. ესპანელის პირველი გოლიც მშვენება იყო, მეორე კი პანენკას სტილში შესრულებული პენალტი იყო.

არსენ ვენგერი (არსენალი): "ჩემი მიზანია, ფანები "არსენალის" გამარჯვებებით ბედნიერები იყვნენ. ძალიან დინამიკურად ვითამაშეთ. კარგად ვაკონტროლებდით თამაშის მიმდინარეობას".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"საუთჰემპტონმა" ზედიზედ მე-4 მატჩი დათმო, ამჯერად "ბარნლისთან" ეშლი ბარნსის გოლით - 0:1.

ბარნლი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ბარნსი (73)

ჩელსი-ჰალი 2:0
გოლები: 1:0 აზარი (7), 2:0 დ. კოშტა (68)
გაძევება: ჰადლსტოუნი (60. ჰალი)

კრისტალ პალასი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 მაკარტური (11), 1:1 კრაუჩი (13)

ლესტერი-მანჩესტერ სიტი 0:1
გოლი: 0:1 ლამპარდი (40)

სანდერლენდი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 1:0 გომესი (22-პენ), 1:1 დაუნინგი (29)

ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 გარდნერი (72)
გაძევება: რიჩარდსონი (22. ვესტ ჰემი)

არსენალი-ნიუკასლი 4:1
გოლები: 1:0 ჟირუ (15), 2:0 კასორლა (54), 3:0 ჟირუ (58), 3:1 პერესი (63), 4:1 კასორლა (88-პენ)

1. "ჩელსი" - 39 ქულა; 2. "მანჩესტერ სიტი" - 36; 3. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 28; 4. "ვესტ ჰემი" - 28; 5. საუთჰემპტონი - 26.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრენკი უდიდესი პროფესიონალი!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული