გამოცემა Express-ის ინფორმაციით, "ლივერპული" უკვე მოელაპარაკა "მალაგას" ოჩოას ტრანსფერზე, რომელიც იანვარში განხორციელდება.
ტრანსფერის თანხად 3 მილიონი ფუნტი სახელდება. ოჩოა "ლივერპულში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გადავა.
ოჩოამ მიმდინარე სეზონში "მალაგას" მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავი გარსია "მალაგას" ძირითად მეკარედ კარლოს კამენის მოიაზრებს.