ხონას გუტიერესმა კიბო დაამარცხა და ფეხბურთში დაბრუნდა

AutoSharing Option
ინგლისური საფეხბურთო კლუბის, "ნიუკასლისა" და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ხონას გუტიერესი, რომელიც სიმსივნისგან ახლახან განიკურნა, აქტიურ სპორტში დაბრუნდა.

31 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც ბოლოს გაზაფხულზე ითამაშა, 22 დეკემბერს, "ნიუკასლის" ახალგაზრდული გუნდის მატჩში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მოედანზე 87 წუთი დაჰყო.

ფეხბურთელმა ავადმყოფობის შესახებ ამა წლის სექტემბერში გამოაცხადა. მას ტესტიკულარული კიბო დაუდგინდა და მარცხენა სათესლე ჯირკვალი მოკვეთეს. ოპერაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სრულებით განკურნებულს თამამად შეეძლო, სპორტული კარიერა გაეგრძელებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული