31 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც ბოლოს გაზაფხულზე ითამაშა, 22 დეკემბერს, "ნიუკასლის" ახალგაზრდული გუნდის მატჩში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მოედანზე 87 წუთი დაჰყო.
ფეხბურთელმა ავადმყოფობის შესახებ ამა წლის სექტემბერში გამოაცხადა. მას ტესტიკულარული კიბო დაუდგინდა და მარცხენა სათესლე ჯირკვალი მოკვეთეს. ოპერაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სრულებით განკურნებულს თამამად შეეძლო, სპორტული კარიერა გაეგრძელებინა.