14:10 24-12-2014
ჟოზე მოურინიო აზარის დიაგნოზის მოლოდინში
AutoSharing Option
"სტოკთან" მძიმე თამაში იყო, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის საბრძოლო სულითა და მენტალიტეტით.
ისევ ვერ გაიტანა დიეგო კოშტამ. სამაგიეროდ, გაიტანა და მე-17 მატჩში მე-12 საგოლე პასი გააკეთა სესკ ფაბრეგასმა, რომელსაც უკვე უფრო მეტი საგოლე გადაცემა დაუგროვდა "ჩელსის" მაისურით, ვიდრე ჯეკ უილშირს მთელი "არსენალური" კარიერის განმავლობაში.
"ლურჯებისთვის" ამ შეხვედრას ცუდი ამბის გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის მიწურულს ჯონათან უოლტერსმა ედენ აზარი დააშავა და როგორც მოურინიოს, ასევე ლონდონელთა თითოეულ გულშემატკივარს გულმა გაჰკრა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ბელგიელის ტრავმა და რამდენი გაუცდება მას. ექიმები დიაგნოზს უახლოეს მომავალში დასვამენ.
ყველაზე ნაკლებად "ლურჯების" ბანაკში სწორედ აზარის დაშავებას ისურვებენ.
"მართლაც ძალიან კარგი გუნდი უნდა იყო, რომ "სტოკის" სათამაშო სტილს ალღო აუღო, გადაეწყო და მოიგო. ეს გამარჯვება 3 ქულაზე მეტს ნიშნავს. ჩვენი მებრძოლი სულითა და მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ. მადლობა ბიჭებს", - თქვა ჟოზე მოურინიომ.
ბოქსინგ დეიზე "ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე" "ვესტ ჰემი" ესტუმრება. 28 დეკემბერს თავად ლონდონელები ეწვევიან "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონს", ხოლო 1-ელ იანვარს მოურინიოს გუნდს კიდევ ერთი დედაქალაქური დერბი ელოდება "ტოტენჰემთან".
როგორც ხედავთ, კალენდარი საკმაოდ დატვირთულია და "ლურჯები" ფრთხილად უნდა იყვნენ, სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა...
"ახლა იმ სამ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ამ რთულ პერიოდში გველოდება. 3-ქულიანი უპირატესობა დიდი არ არის, მაგრამ რაც არის, ის უნდა დავიცვათ.
კმაყოფილები ვართ იმით, რაც გავაკეთეთ და სახლებში ბედნიერები მივდივართ, მაგრამ მალევე მინდორს უნდა დავუბრუნდეთ, წინ დიდი ბრძოლებია" - დასძინა "განსაკუთრებულმა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული