მოურინიო წინააღმდეგი არაა, "ჩელსიში" მესი იხილოს, მაგრამ ფინანსური "ფეარ პლეის" წესი ლონდონურ კლუბს ამ ტრანსფერის განხორციელების საშუალებას არ მისცემს.
"ასეთი ტრანსფერის განხორციელების შანსი არ არსებობს. არსებობს ფინანსური "ფეარ პლეი", რომლის წესები უნდა დავიცვათ.
"ჩელსის" ამჟამად არ აქვს იმის საშუალება, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ უზარმაზარი თანხა გადაიხადოს", - თქვა მოურინიომ BT Sport-თან საუბარში.