ჰარტის თქმით, ამან მას დამატებითი მოტივაცია მისცა და ფორმაში მალე დააბრუნა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჰარტს "ქალაქელებმა" ახალი კონტრაქტი გაუფორმეს და 27 წლის გოლკიპერი 2019 წლამდე დაიბევეს. მისი ხელფასი კვირაში 120 ათასი ფუნტი იქნება.
ჰარტი მანჩესტერულ გუნდს 2006 წელს "შრიუსბერიდან" შეუერთდა და 276 მატჩი ჩაატარა "სიტის" მაისურით.
როგორც იცით, მანამდე "სიტიმ" ასევე ახალი და ხანგრძლივი კონტრაქტები
"ქალაქელებს" ძალიან სურთ ფრენკ ლამპარდის შენარჩუნებაც და შეეცდებიან, მისი იჯარა სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივონ. უბრალოდ, "ნიუ იორკ სიტის" ეს ბრწყინვალე ფეხბურთელი ადვილად არ ეთმობა და მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება.
პელეგრინის სიტყვებს თუ ვენდობით, ყველაფერი საბოლოოდ ახალ წლამდე, ანუ უახლოეს დღეებში გადაწყდება.
არ დაგვავიწყდეს, რომ მალე იაია ტურეს აფრიკის თასზე მოუწევს გამგზავრება კოტ დ'ივუარის ნაკრების დასახმარებლად და ჩილელ სპეციალისტს ფრენკის მსგავსი ფიგურა გუნდში ძალიან სჭირდება.
"ვიმეორებ, ფრენკი ჩვენი გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იმედია, დარჩება.
ჩვენი მიზანია, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. დელიკატური სიტუაციაა და ვეცდებით, შეთანხმებას მივაღწიოთ. პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება", - თქვა პელეგრინიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"