66 წლის სპეციალისტი "არწივებს" სათავეში მეორე ტურიდან ჩაუდგა, მას მერე, რაც გუნდი მოულოდნელად დატოვა ტონი პულისმა, რომელიც წინა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა - მან გუნდი მე-11 ადგილზე გაიყვანა. პირველ ტურში "კრისტალ პალასი" კიტ მილენმა ათამაშა "არსენალის" წინააღმდეგ და კლუბის გაძღოლა დროებით ამჯერადაც მას მიანდეს.
უორნოკის "კრისტალ პალასში" მეორედ მისვლა კი წარუმატებლად დასრულდა. მან 16 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო და გამარჯვების
პრემიერლიგის ისტორიაში ეს სეზონი მესამე ადგილზე გავიდა ყველაზე გვიან მოხსნილი მწვრთნელის კუთხით. მეორეზე 1995/96 წლების სეზონია, როდესაც "ბოლტონმა" როი მაკფადენი 2 იანვარს დაითხოვა. პირველზე კი - სადებიუტო 1992/93 წლების სეზონი, როცა "ჩელსიმ" იან პოტერფილდი 15 თებერვალს მოხსნა.
2013 წლის ოქტომბერში იან ჰოლოვეის წასვლის მერე, "კრისტალ პალასი" ბოლო 14 თვის მანძილზე უკვე მე-4 მწვრთნელის ძიებაშია.
კიტ მილენი: "არ არის სასიამოვნო მომენტი, რომ ისევ ასეთ სიტუაციაში ვარ. ჩემთვის სიურპრიზი გახლდათ, როდესაც თავმჯდომარემ დამირეკა და ყველაფერი ამიხსნა. მითხრა, გუნდი ისევ უნდა ჩაიბარო დროებითო. ნილს წასვლამდე შევხვდი და კარგად გავისაუბრეთ. ყველანი დამწუხრებულნი ვართ, რადგან უორნოკი მაქსიმალურად იხარჯებოდა და მონდომებული იყო.
თუმცა ახლა რეალობა ის არის, რომ კრიზისიდან გამოსავალი რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ და კარგად ვიმუშაოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"