ინგლისი. პრემიერლიგა. XX ტური: "ჩელსის" ახალი წელი ჩაუმწარდა

AutoSharing Option
1-ელ იანვარს ინგლისის პრემიერლიგაში XX ტურის მატჩები გაიმართა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ლონდონში გამართულ შეხვედრაში, სადაც "ტოტენჰემმა" სატურნირო ცხრილის ლიდერ ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა. მაყურებელმა რვა გატანილი გოლი იხილა, აქედან ხუთი - სტუმართა კარში. აღსანიშნავია, რომ ლონდონის "ჩელსიმ" ბოლოს ხუთი ბურთი საკუთარ კარში 38 თვის წინ მიიღო...

ანგარიში დიეგო კოშტამ მე-18 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ კი ერთიმეორის მიყოლებით ჰარი კეინმა (30, 52), დენი როუზმა (44) და ენდროს ტაუნსენდმა (პენ. 45) გაიტანეს.

61-ე წუთზე სხვაობის შემცირება ედენ აზარმა შეძლო, თუმცა დროებით - ნასერ
შადლიმ
(78) მეხუთე გოლი შეაგდო "ჩელსის" კარში. საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე ჯონ ტერიმ დააფიქსირა - 5:3 "ტოტენჰემის" სასარგებლოდ.

* * *
წაგება ძვირად დაუჯდა ჟოზე მოურინიოს გუნდს - თავისი შეხვედრა მოიგო "მანჩესტერ სიტიმ", რომელსაც "ჩელსის" მსგავსად, 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მასთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

"ეტიჰადზე" გამართულ შეხვედრაში, სადაც "სიტიმ" "სანდერლენდი" მიიღო, ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. თავდაპირველად მასპინძლები ანგარიშში წინ იაია ტურემ, საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაიყვანა (57), 67-ეზე უპირატესობა ორბურთიანი სტეფან იოვეტიჩმა გახადა.

სხვაობის შესამცირებლად სტუმრებს ორიოდ წუთი დასჭირდათ - კუთხურის მოწოდების შემდეგ ჯეკ როდუელმა გაიტანა, 71-ეზე კი უკვე ადამ ჯონსონმა პენალტიდან გაათანაბრა.

"სიტის" გამარჯვება ფრენკ ლემპარდმა 73-ე წუთზე თავური დარტყმით მოუტანა - 3:2. აღსანიშნავია, რომ "ქალაქელთა" 36 წლის ნახევარმცველმა ინგლისის პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით უკან "არსენალის" ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი მოიტოვა. ახლა ლემპარდის ანგარიშზე 176 გოლია და მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ალან შირერს (260), ენდი კოულსა (189) და უეინ რუნის (181) აქვთ.

* * *
ფრედ დაასრულეს თავ-თავიანთი მატჩები "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ლივერპულმა".

ლუი ვან გაალის
გუნდი "სტოკ სიტისთან" სტუმრად ქულას რადამელ ფალკაოს გოლით გამორჩა (1:1), ბრენდან როჯერსის შეგირდები კი, რომლებმაც სტივენ ჯერარდის დუბლის (ორივე გოლი პენალტით) წყალობით პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს, მეორე ტაიმში "ლესტერს" გათანაბრების საშუალება მისცეს - საბოლოოდ 2:2.

* * *
ორი უპასუხო გოლი გაუტანა შინ "საუთჰემპტონმა" ლონდონის "არსენალს".

ტურის სხვა მატჩები:
ჰალი-ევერტონი 2:0
ასტონ ვილა-კრისტალ პალასი 0:0
ნიუკასლი-ბარნლი 3:3
ქუინზ პარკი-სუონსი 1:1
ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი 1:1

მკითხველის კომენტარები / 1 /
აღსანიშნავი ფაქტია,რომ სიტის კარში გატანილი ორივე გოლის ავტორი მათივე ყოფილი ფეხბურთელები არიან :)
papu
15:29 02-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული