სტივენ ჯერარდმა "ლივერპულიდან" წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "ლივერპულმა" დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

"ლივერპული" ოფიციალური განცხადებით 34 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

"წითლების" კაპიტანი "ენფილდზე" გატარებულ არაჩვეულებრივ კარიერას სეზონთან ერთად დაასრულებს. მან გუნდში 17 წელი გაატარა, მოიგო 10 ტიტული, მოედანზე 695-ჯერ გავიდა და 180 გოლი გაიტანა.

მომავალ ზაფხულს ჯერარდი არ დაასრულებს პროფესიონალურ კარიერას, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ კლუბში გააგრძელებს თამაშს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფეხბურთელი მომავალს არ დაუკავშირებს ინგლისურ კლუბს, რომელიც
"ლივერპულის" მეტოქე იქნება.

ჯერარდი გუნდს გულდამძიმებული ემშვიდობება და აცხადებს, რომ ეს მისთვის ყველაზე რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, - ნათქვამია "ლივერპულის" ოფიციალურ საიტზე.

სავარაუდოდ, სტივენ ჯერარდი კარიერას MLS-ში გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული