10:10 06-01-2015
მორიგი თავდასხმის მცდელობა არსენ ვენგერზე [VIDEO]
AutoSharing Option
ინგლისში უკვე ხუმრობენ კიდეც, შჩესნის ამ სეზონში სესკ ფაბრეგასზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებულიო. სწორედ ამ შეცდომებზე წუწუნებს არსენ ვენგერიც და შეგირდების გასაგონად ამბობს, ცოტა უფრო ყურადღებით და კონცენტრირებულად უნდა ვითამაშოთ ხოლმე, განსაკუთრებით, გასვლებზეო.
მუსიე არსენზე ერთგვარი თავდასხმაც განხორციელდა. პირველი მსგავსი ფაქტი "სტოკთან" საგარეო მარცხისას მოხდა და მეორე ახლა, როდესაც "სენტ მერიზე" სათადარიგოთა სკამთან ტრიბუნიდან გადმომხტარი ახალგაზრდა დაიძრა და ვენგერისთვის ობსტრუქციის მოწყობა სცადა, მაგრამ იგი სტიუარდებმა დააკავეს.
ამ ადამიანს ვენგერის ასისტენტი სტივ ბოულდი გაეკიდა და რაღაცები მიაძახა. როგორც შემდგომ გაირკვა, "ხულიგანი" "არსენალის" 25 წლის გულშემატკივარი გამოდგა და მას ახლა სასჯელი ელოდება. ვენგერმა მოგვიანებით განაცხადა, მე მგონი, "საუთჰემპტონის" ქომაგი იყო, აგრესიულად სულაც არ იქცეოდა და არც ის გამიგია, რამე თუ თქვაო. თუმცა "საუთჰემპტონმა" განცხადება გააკეთა, კანონდამრღვევი ჩვენი გულშემატკივარი არ არის, "არსენალის" მხარდამჭერია და უბრალოდ, ჩვენს ქომაგებთან ერთად იჯდა ტრიბუნაზეო. მოკლედ, ვენგერის გარშემო აურზაური გრძელდება.
სატრანსფერო კუთხით გამოვარჩიოთ, რომ "არსენალმა" ფრანსუა კოკლენი სეზონის ბოლომდე "ჩარლტონში" გაანათხოვრა. 23 წლის ფრანგმა "მეთოფეების" შემადგენლობაში ფეხი ვერაფრით მოიკიდა, მაგრამ ბოლო დროს იგი მწვრთნელმა რამდენჯერმე ათამაშა და მით უმეტეს, გუნდის ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემებისა, ეს ტრანსფერი მაინც ცოტა მოულოდნელი გახლდათ.
ახლა ვენგერს მით უფრო დასჭირდება ნახევარმცველი, რომლის ძიებაში არის კიდეც და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მას მერე, რაც ლუკას პოდოლსკი "ინტერში" განათხოვრდა და წასვლაზე უჭირავს თვალი ხოელ კემპბელსაც, ფრანგ სპეციალისტს არც თავდამსხმელის დამატება აწყენდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული