"მანჩესტერ იუნაიტედი": ლუი ვან გაალის წუხილი და სამიზნეები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" გერმანულ ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. "წითელი ეშმაკები" ერთდროულად შეეცდებიან მათს ჰუმელსისა და ბენედიქტ ჰიოვედესის გადაბირებას. რურის მხარის წარმომადგენლების, შესაბამისად, "დორტმუნდისა" და "შალკეს" 26 წლის მცველები "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების პერსპექტივამ, წესით, უნდა დააინტერესოს.

სათქმელია ისიც, რომ მანჩესტერელები რადამელ ფალკაოს შენარჩუნებას არ აპირებენ და კოლუმბიელი, შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსში" აღმოჩნდეს. ტურინელებს უკვე დაუწყიათ მუშაობა 28 წლის ფორვარდის ტრანსფერზე. აი, "იუნაიტედი" კი, ალბათ, ახალ თავდამსხმელზე იფიქრებს.

ლუი ვან გაალი არ ივიწყებს და არ ეშვება არც არიენ რობენს. "მანჩესტერის" მთავარ მწვრთნელს 30 წლის თანამემამულის
"ოლდ ტრაფორდზე" მიყვანა ძალიან უნდა, მაგრამ "ბაიერნი" რობენის შენარჩუნებას ცდილობს და, როგორც ამბობენ, მას კვირაში დაახლოებით 200 ათას ევროს სთავაზობს.

ამასობაში, ვან გაალი ნერვიულობს იმაზე, რომ მისი გუნდი დაცვაში ვერ თამაშობს, როგორც საჭიროა და სტანდარტულების დროსაც უჭირს. თუმცა ეს დიდად გასაკვირი არც არის, რადგან ჰოლანდიელს თითქმის ყველა შეხვედრაში გადასხვაფერებული უკანა ხაზით უწევს მინდორზე გასვლა. იგი ცვლილებებს ძირითადად იმიტომ აკეთებს, რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ ხანდახან თავადაც მიმართავს როტაციას.

"დაცვაში გაცილებით უკეთ უნდა ავთამაშდეთ. "სტოკთან" მატჩში ვიცოდით, რომ სტანდარტულის დროს კრაუჩი შეეცდებოდა საჰაერო ორთაბრძოლის მოგებას და ბურთის თანაგუნდელისთვის დაგდებას, მაგრამ მაინც ვერაფერი მოვახერხეთ, ეს ძალიან ცუდია. ასევე, ბევრად უკეთ უნდა ავთამაშდეთ საგარეო შეხვედრებში. სხვაობა, ცხადია, დიდია, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" ჩვენი ფანტასტიკური გულშემატკივრების სრული მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ როგორმე სტუმრად უკეთ თამაშს უნდა მივეჩვიოთ" - აღნიშნა 63 წლის სპეციალისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
200 000 კვირაში
კოშმარი
13:48 06-01-2015
0
ჰო რა იყო,9 600 000 გამოდის წელიწადში,რაც მაღალი დონის ფეხბურთელისთვის არც ისე დიდი ხელფასია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული