სამაგიეროდ, გუნდმა შესაძლოა, უკვე იანვარში დაკარგოს მთავარი მეგოლე საიდო ბერაჰინო. 21 წლის ფეხბურთელმა სეზონი დიდებულად დაიწყო და გოლი გოლზე გაჰქონდა, მაგრამ მერე გარკვეული პაუზა გამოუვიდა და ახალ
ბერაჰინომ 11 წუთში შეასრულა ჰეთ-თრიქი და მოგვიანებით მეოთხე ბურთიც დაამატა, მაგრამ არც ერთი გოლი არ აღნიშნა... ბერაჰინო სწორედ "ვესტ ბრომვიჩის" აღზრდილია და "გეიტსჰედში" არასოდეს უთამაშია. ამიტომაც მისმა საქციელმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბერაჰინო, უბრალოდ, განაწყენებული იყო იმით, რომ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს და ახალგაზრდა ასაკითა და სიამაყის მოჭარბებით გამოწვეული რეაქცია გახლდათ. მეორე მხრივ, შეიძლება ბერაჰინო წასვლასთან მართლაც ახლოსაა.
მას აქტიურად უკავშირებენ "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს". თანხაც სახელდებოდა, მერსისაიდელები 23 მილიონ ფუნტს ამზადებენო. ისე კი, თავად საიდომ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, მაგრამ ასევე ცოტა ბრაზიანი.
"მე, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და პროფესიონალურად ვიქცეოდი. არ არის იმის ახსნის აუცილებლობა და საჭიროება, თუ რატომ არ აღვნიშნავდი ჩემს გოლებს. მე ის უნდა ვაკეთო, რაც მევალება და როგორც "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელმა, გუნდს მაქსიმალური სარგებელი უნდა მოვუტანო. რთულია, მითქმა-მოთქმას თავი აარიდო, მაგრამ ვცდილობ, არაფერი აღარ წავიკითხო და ჩემს მომავალზე ჭორებს იგნორირება გავუკეთო" - ამბობს "ალბიონის" ფორვარდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"