ვოიცეხ შჩესნი საშხაპეში მოწევის გამო დააჯარიმეს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მეკარე ვოიცეხ შჩესნი "საუთჰემპტონთან" (0:2) წაგების შემდეგ სიგარეტის მოწევის დროს გამოიჭირეს.

პოლონელი მეკარე საშხაპეში მოწევის გამო 20 ათასი ფუნტით დააჯარიმეს, - იტყობინება Mirror-ი.

ინციდენტი პირველ იანვარს მოხდა. კერძოდ, ვინ შეატყობინა კლუბს მეკარის საქციელის შესახებ, უცნობია.

"არსენალში" აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს, მაგრამ ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, შჩესნი "ჰალთან" ინგლისის თასზე განაცხადში ზუსტად ამის გამო ვერ მოხვდა, რომელიც "მეთოფეებმა" ანგარიშით 2:0 მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული