ამჟამად ესპანელი მანკუნიანელთა წინადადებას განიხილავს და თუკი დათანხმდება მას, მიმდინარე სეზონის ნახევარსა და მომავალ მთლიან სეზონში "იუნაიტედის" ღირსებას დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ვალდესმა წინა სეზონის ბოლოს მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ხანგრძლივად ჩამოშორდა აქტიურ სპორტს. ოქტომბრიდან მოყოლებული კი, ის "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ვარჯიშობდა. ამასთან, ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში რამდენჯერმე გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის გამოც მის მომავალზე მედიაში ათასგვარი ვერსია ვრცელდებოდა.