სტივენ ჯერარდი და "ლოს ანჯელესი" დადასტურდა

AutoSharing Option
სტივენ ჯერარდი "ლოს ანჯელეს გელექსიში" ითამაშებს. ეს ინფორმაცია უკვე ამერიკული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამაც დაადასტურა, ხოლო "გელექსის" პრეზიდენტმა კრის კლაინმა 34 წლის ნახევარმცველს "ბრწყინვალე" უწოდა.

"ლივერპულის" ლეგენდა "ლოს ანჯელესში" ივლისში ჩაირიცხება. უკვე თავად ფეხბურთელმაც გააკეთა კომენტარი.

"ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც "ლოს ანჯელესი" ავირჩიე, ამ კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებებია. მინდა, კარიერა ძლიერად დავასრულო ტიტულებითა და მედლებით" - თქვა ჯერარდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული