"ასტონ ვილა" შესაძლოა აზერბაიჯანულმა კომპანიამ შეიძინოს

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" შესაძლოა ახლო მომავალში მფლობელი შეიცვალოს.

კლუბი შესაძლოა აზერბაიჯანულმა კომპანია Gilan Holding-მა შეიძინოს.

ბირმინგემული კლუბის ამჟამინდელი მფლობელი რენდი ლერნერი კლუბის გაყიდვას გასული წლიდან ცდილობს. "ასტონ ვილას" ფასი დაახლოებით 250 მილიონი ფუნტია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გუნდი 22 ტურის შემდეგ ინგლისურ პრემიერლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადრიდის ატლეტიკო,ეხლა ესენი.გულაობენ რა
nppp
18:09 18-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული