სიახლეები "ლივერპულის" ბანაკში: სამიზნეში ტედი ბიშოპია

AutoSharing Option
"იფსვიჩის" ნიჭიერი ნახევარმცველი ტედი ბიშოპი შესაძლოა, "ლივერპულში" აღმოჩნდეს.

მერსისაიდელები მზად არიან, 18 წლის ფეხბურთელში სოლიდური თანხა გადაიხადონ. მას ბრწყინვალე სეზონი აქვს და ჩემპიონშიპში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქვე ვთქვათ ისიც, რომ "ენფილდის" ბინადრებმა, როგორც ჩანს, უარი თქვეს დივოკ ორიჯის დროზე ადრე უკან გამოთხოვებაზე და 19 წლის ბელგიელი სეზონის ბოლომდე "ლილში" დარჩება. აი, ამის მერე კი "ლივერპული" მას უკან გამოიწვევს.

ბრენდან როჯერსმა, რომლის საქმეებიც ბოლო დროს უკეთესობისკენ წავიდა, გადაწყვიტა, რომ ფონს ამჟამინდელი კონტინგენტით გავიდეს; თანაც, ფრანგული გუნდის უფროსობაც არ შეხვდა იდეას
აღფრთოვანებით, "ლილს" სურს, რომ ორიჯი სეზონის ბოლომდე დარჩეს, როგორც მხარეები თავიდან შეთანხმდნენ კიდეც.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ ავსტრალიელმა მეკარემ, მეტიუ რაიანმა პრემიერლიგაში გადასვლაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, "ლივერპულში" სიამოვნებით ვითამაშებდიო. მერსისაიდელები 22 წლის გოლკიპერის დამატებაზე ფიქრობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული