33 წლის ესპანელმა მეკარემ ინგლისის პირველობის მატჩში "ლივერპულთან" ითამაშა, რომელიც "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
"ლივერპულის" დამარცხება სადებიუტო მატჩში ახალგაზრდებს შორის დიდი პატივია. ასე გააგრძელეთ, ბიჭებო!" - დაწერა ვალდესმა "ინსტაგრამში".
შეგახსენებთ, რომ ვალდესმა გასულ ზაფხულს "ბარსელონა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.