ვიქტორ ვალდესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა კლუბის ახალგაზრდული გუნდის რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა.

33 წლის ესპანელმა მეკარემ ინგლისის პირველობის მატჩში "ლივერპულთან" ითამაშა, რომელიც "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

"ლივერპულის" დამარცხება სადებიუტო მატჩში ახალგაზრდებს შორის დიდი პატივია. ასე გააგრძელეთ, ბიჭებო!" - დაწერა ვალდესმა "ინსტაგრამში".

შეგახსენებთ, რომ ვალდესმა გასულ ზაფხულს "ბარსელონა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული