რამდენად დააკმაყოფილებს უკრაინული გუნდი ამ მოთხოვნას, ძნელი სათქმელია, მაგრამ 24 წლის თავდამსხმელი ფიქრებით უკვე "სტემფორდ ბრიჯზე" რომ არის, ეს ნამდვილად ფაქტია.
დონეცკელები ბრაზილიელში 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ იქამდე "ლურჯები" ხუან კუადრადოს უტრიალებდნენ, მაგრამ ფლორენციის "ფიორენტინას" დიდად არ სურს კოლუმბიელის გაშვება და თანაც, 26,8 მილიონ გირვანქას არაფერს აკლებს. ეს თანხა კი ლონდონელებს ეძვირათ;
" კლუბს ვესაუბრე და ჩემი სიტუაცია ავუხსენი. შემპირდნენ, რომ დახმარებას შეეცდებიან. ვნახოთ, რა მოხდება.
"ჩელსი" ისეთი კლუბია, რომლის რიგებშიც ყველას სურს თამაში, მაგრამ პირველ რიგში, მწვრთნელი მხიბლავს, ჟოზე მოურინიო საუცხოო სპეციალისტია" - თქვა დუგლაშ კოშტამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"