27 იანვარს გამართულ ლიგის თასის 1/2-ფინალურ შეხვედრაში ლონდონელებმა შინ "ლივერპული" ივანოვიჩის გოლით დაამარცხეს (1:0) და ფინალში გავიდნენ.
"ჩემმა ფეხბურთელებმა ამ თამაშში თავი დადეს. ივანოვიჩის ბუცები სულაც ჩვენი აკადემიის ფოიეში, სტენდზე უნდა გამოვფინოთ, რათა ახალგაზრდა მოთამაშეებმა ნახონ.
ბავშვებს მის დასახიჩრებულ ფეხებს ვერ ვუჩვენებთ, აი, სისხლში ამოსვრილი ბუცები კი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს ფეხბურთელი მოედანზე", - აქვეყნებს "ჩელსის" თავკაცის ნათქვამს კლუბის ოფიციალური საიტი.
ჩელსი-ლივერპული 1:0 (დ.დ.) - მოურინიო ტიტულს მიუახლოვდა [VIDEO]